18:58 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-12 14:52:33, 1492 ნახვა

კომენტარი
ბოკერია კირკიტაძის პატიმრობაში დატოვებაზე - ეს არის სამარცხვინო, დამცირებული სასამართლო ხელისუფლება

„ეს არის სამარცხვინო, დამცირებული სასამართლო ხელისუფლება და მთლიანად სისტემა“,  - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძის პატიმრობაში დატოვებას.

როგორც მან აღნიშნა, მოსამართლეს შესაძლოა, კირკიტაძის გათავისუფლება სურდა, თუმცა ხელისუფლების ზეწოლის გამო, ეს გადაწყვეტილება არ მიიღო.

„მოსამართლემ ბრძანა, რომ თავდებში მყოფი პირების ნახვა სურდა დარბაზში, ეს შეიძლება ლოგიკური ყოფილიყო , რომ სურდა გასაუბრება ჩვენთან, რატომ ვდგავართ თავდებში, რატომ ვართ დარწმუნებული, რომ მიმალვის რისკი არ არსეობს, რაშიც  აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. დავით კირკიტაძის მიმართ როდესაც საქმე აღიძრა, ის იმყოფებოდა უცხოეთში. ის დაბრუნდა იმისთვის რომ  პოლიტიკური კარიერა ქონოდა და წამდგარიყო კანონის წინაშე.  აქ ნათელი სიტუაციაა ბატონ კირკიტაძეს აქვს ამოცანა რომ იყოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, ის ერთერთი საკვანძო ფიგურაა პოლიტიკური გუნდის „ნაციონალური მოძრაობის“’. ცინიზმია როდესაც ჯერ დაგვიბარეს, შემდეგ იქნა სიგნალი მიღებული ხელისუფლებიდან, პერსონალურად ვისგან არ ვიცი, რომ პატიმრობაში დაეტოვებინათ. მოსამართლის დღევანდელი საქციელი არის შეშინებული, საკუთარი თავის რწმენის არ მქონე, თვითონაც რომ ესმის რა სამარცხვინოა. ეს არის კატასტროფა ქვეყნისთვის და ეს აუცილებლად უნდა შეიცვალოს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ალასკის სამიტის შემდეგ NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა დეკლარაცია მიიღეს
აშშ-ის პრეზიდენტმა ანკარაში ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პუტინთან საუბარს აპირებს
ქეთევან თოიძემ Tashkent International Investment Forum-ზე გალტ & თაგარტის გამოცდილება გააზიარა
ტრამპი: აშშ ირანზე ახალი დარტყმებისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics