12:50 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-22 13:43:19, 1639 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი დალია გრიბაუსკაიტეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლიტვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტეს შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელიც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა,  საქართველო-ლიტვის ახლო პარტნიორული ურთიერთობები განიხილეს.

ლიტვის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და  ის პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს მთავრობა რუსეთის მიმართ აწარმოებს, დადებითად შეაფასა.

მხარეებმა ორი ქვეყნის მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებზეც იმსჯელეს. ყურადღება  სავაჭრო-ეკონომიკურ და საინვესტიციო ურთიერთობებზე გამახვილდა.

პრემიერმა  დალია გრიბაუსკაიტეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესებში მხარდაჭერისთვის, მადლობა გადაუხადა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსთავში, ჩხუბის დროს, კაცი წაიქცა, თავზე დაზიანება მიიღო და დაიღუპა
ბაზისბანკის მობაილბანკით 24/7-ზე მომენტალური გადარიცხვები ანგარიშის ნომრით
შსს: მესტიაში დამატებით 42 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ (VIDEO)
Global Tech Weekend Tbilisi 2026 - ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics