|
2019-03-07 16:22:11, 1653 ნახვა
კომენტარი
ლევან დავითაშვილი: გარემოს დაცვა ჩვენი ძირითადი მანდატია
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სამინისტროს საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას ქვეყნისთვის წყლის რესურსების ეფექტიანი მართვის გამოყენების მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა განაცხადა, სამინისტრომ მოამზადა წყლის რესურსების სააუზო მართვის სისტემის რეფორმა, კანონპროექტი „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ და დარგობრივი კომიტეტის წევრებს მჭიდრო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. „სააუზო მართვა წყალმოსარგებლეთა უფლებების მაქსიმალურ გათვალისწინებას გულისხმობს. საპილოტო რეჟიმში ჩვენ გვაქვს USAID -ის დახმარებით მომზადებული, ერთის სააუზო მართვის გეგმის პროექტი და მიმდინარე წელს ხრამი-დებედას და იორი -ალაზნის სააუზო სისტემებისთვის სააუზო გეგმების მომზადება იგეგმება, რაც ვფიქრობთ, აბსოლუტურად ახალ რეალობას შექმნის წყლის რესურსების მართვის კუთხით“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. სამინისტროს საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას მინისტრმა ლაბორატორიული შესაძლებლობების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ჩვენ გვჭირდება ზუსტი მონიტორინგის სისტემა, ამიტომ გარემოს ეროვნული სააგენტო დღეს ფლობს უკვე თანამედროვე წყლის ჰაერის და ნიადაგის ანალიზების ლაბორატორიას, რომელიც ძირითად დამაბინძურებლებზე თანამედროვე მეთოდებით, თანამედროვე ტექნიკის პირობებში შეძლებენ ნიადაგის, წყლის და ჰაერის მდგომარეობის შემოწმებას“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. მინისტრმა ყურადღება ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების კონტროლზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ 2019 წლისთვის დაახლოებით 170- ზე მეტი ობიექტი გაკონტროლდება ზედაპირული წყლების და 60- ზე მეტი ობიექტი მიწისქვეშა წყლების კონტროლის კუთხით.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)