11:27 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-05 10:11:54, 1720 ნახვა

სამართალი
გორში, 4 ლოკაციაზე, სიჩქარის მზომი 7 სექციური რადარი ჩაირთო

შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საქართველოს რეგიონებში სიჩქარის მზომი „ჭკვიანი“ კამერების მონტაჟს განაგრძობს.

უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 5 მარტიდან ქალაქ გორში 4 ლოკაციაზე ჩაირთო სიჩქარის მზომი 7 სექციური რადარი.

კერძოდ:

1. ცხინვალის გზატკეცილის N4-დან ცხინვალის გზატკეცილისა და პ.მელიქიშვილის ქუჩის კვეთამდე, ორმხრივად (ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ);

2. ცხინვალის გზატკეცილისა და პ.მელიქიშვილის ქუჩის კვეთიდან  ცხინვალის გზატკეცილის N4-მდე. ორმხრივად (ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ);

 3. დ.აღმაშენებლის გამზირისა და ი.სუხიშვილის ქუჩის კვეთიდან  დ.აღმაშენებლის გამზირისა და ი.ჭავჭავაძის ქუჩის კვეთამდე, ცალმხრივად (ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ);

4. დ.აღმაშენებლის გამზირისა და ი.ჭავჭავაძის ქუჩის კვეთიდან  დ.აღმაშენებლის გამზირისა და ი.სუხიშვილის ქუჩის კვეთამდე, ცალმხრივად (ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ).

შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს „ჭკვიანი“ ვიდეოკამერებისა და სიჩქარის მზომი რადარების დამონტაჟებას.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა, მიიღოს კონგრესის არჩევნების შედეგები და ითანამშრომლოს დემოკრატებთან
უკრაინულმა დრონებმა სამხრეთ რუსეთში მდებარე Ozon-ის დიდ საწყობს დაარტყა
შეერთებული შტატების კონგრესის ქვედა პალატა დემოკრატების ხელში გადადის, ისინი ყველა კომიტეტზე კონტროლს ამყარებენ
დემოკრატებმა გაიმარჯვეს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის არჩევნებში და მოიპოვეს კონტროლი აშშ-ის კონგრესზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics