|
2019-03-01 12:01:58, 1741 ნახვა
სამართალი
ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული გ.ზ. დამნაშავედ ცნო. უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 30 იანვარს, ჩხოროწყუს რაიონში, ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა გ.ზ.-მ თავის საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის დროს, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მეუღლეს - ა.ნ.-ს ხელი რამდენჯერმე დაარტყა თავისა და სახის არეში, რის შედეგადაც ა.ნ. წაიქცა. აღნიშნულის შემდეგ გ.ზ.-მ ასევე ხელი დაარტყა მის არასრულწლოვან შვილს. "სამართალდამცველებმა გ.ზ. 2019 წლის 31 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261 - ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" „ბ" და „გ" ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გ.ზ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - აღნიშნულია პროკურტურის მიერ გავრცელებულ გაცხადებაში.
ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა, მიიღოს კონგრესის არჩევნების შედეგები და ითანამშრომლოს დემოკრატებთან
უკრაინულმა დრონებმა სამხრეთ რუსეთში მდებარე Ozon-ის დიდ საწყობს დაარტყა
შეერთებული შტატების კონგრესის ქვედა პალატა დემოკრატების ხელში გადადის, ისინი ყველა კომიტეტზე კონტროლს ამყარებენ
დემოკრატებმა გაიმარჯვეს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის არჩევნებში და მოიპოვეს კონტროლი აშშ-ის კონგრესზე
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)