20:55 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-27 18:36:34, 1778 ნახვა

სამართალი
პროკურატურა - სანზონაში გარდაცვლილ 4 წლის გოგონას დედამ თავის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე დაზიანებები მიაყენა

სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედას, ლელა ქსოვრელს ბრალი დაუმძიმდა.

პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულს ბრალი სამი მუხლით აქვს წარდგენილი:

„2019 წლის 25 თებერვალს ლ.ქ.-ს წარედგინა დაზუსტებული ბრალი საქართველოს სსკ-ის 111.117-ე მუხლის მე-6 ნაწილით  (ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით  რასრულწლოვნის მიმართ), 111.126-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის სისტემატური ცემა და ძალადობა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და 111.381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ).

გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 21 იანვრიდან - 22 იანვრამდე ღამის პერიოდში, ლ.ქ.-მ თავის არასრულწლოვან შვილს ნ.ზ.-ს თავის არეში მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები, ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის სახით. მიყენებულმა დაზიანებებმა გამოიწვია სისხლჩაქცევა და თავის ტვინის მკვეთრი შეშუპება, შედეგად 2019 წლის 22 იანვარის დილის საათებში ნ.ზ. გარდაიცვალა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics