|
2019-02-25 17:33:52, 1641 ნახვა
სამართალი
მირზა სუბელიანი: თუ საზოგადოებისთვის საჭიროა ვიჯდები, სამარტოო საკანში გამოვსწორდი
"თუ საზოგადოებისთვის საჭიროა ვიჯდები, სამარტოვო საკანში გამოვსწორდი", - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულმა მირზა სუბელიანმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა. თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს სუბელიანის საქმის არსებითი განხილვა განახლდა. დაცვის მხარე მირზა სუბელიანისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს, თუმცა პროკურატურა აღნიშნულ შუამდგომლობას არ იზიარებს. მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად არის გასული. შეგახსენებთ, რომ ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, ჩანაწერის უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1571 -ე მუხლის პირველი ნაწილით, 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
ბალტიისპირეთის ქვეყნებმა შესაძლოა რუსული მარცვლეულის ტრანზიტი თავიანთ პორტებში შეაჩერონ
შეიარაღებული ძალები: რუსებმა რაკეტებითა და დრონებით შეუტიეს - დარტყმები 23 ადგილას განხორციელდა
პოლიციამ ტაქსის მძღოლის ჯგუფურად დაყაჩაღებისთვის ერთი არასრულწლოვანი დააკავა, კიდევ ერთი კი ამხილა
უკრაინელმა სამხედროებმა 5-დან 8 სექტემბრამდე ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
შეიარაღებული ძალები: რუსებმა რაკეტებითა და დრონებით შეუტიეს - დარტყმები 23 ადგილას განხორციელდა
უკრაინელმა სამხედროებმა 5-დან 8 სექტემბრამდე ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება მიიღეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)