|
2019-02-25 12:04:49, 1462 ნახვა
სამართალი
დავით კირკიტაძეს 15 000 ადამიანი თავდებში უდგება
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ წევრს დავით კირკიტაძეს, რომლის სასამართლო პროცესი გურჯაანის სასამართლოში ცოტა ხანში დაიწყება, 15 000 ადამიანი თავდებში უდგება. კირკიტაძის ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი სასამართლო სხდომაზე ხსენებული მოქალაქეების ხელმოწერებს წარადგენს და მისი დაცვის ქვეშ მყოფის პატიმრობის შეწყვეტას მოითხოვს. ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს. ცნონბისთვის, დავით კირკიტაძეს გურჯაანის სასამართლომ 12 თებერვალს წინასწარ პატიმრობაში დატოვა. შეგახსენებთ, კირკიტაძეს ბრალი კახეთის პოლიციის დეპარტამენტში 19 დეკემბერს წარუდგინეს. გამოძიება კირკიტაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, ველისციხეში 16 დეკემბერს გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უკრაინულმა დრონებმა სამხრეთ რუსეთში მდებარე Ozon-ის დიდ საწყობს დაარტყა
შეერთებული შტატების კონგრესის ქვედა პალატა დემოკრატების ხელში გადადის, ისინი ყველა კომიტეტზე კონტროლს ამყარებენ
დემოკრატებმა გაიმარჯვეს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის არჩევნებში და მოიპოვეს კონტროლი აშშ-ის კონგრესზე
აშშ-ის სენატის არჩევნებში დემოკრატიულმა პარტიამ 52 სენატორით მოიპოვა უმრავლესობა
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)