|
2019-02-23 11:45:39, 1205 ნახვა
სამართალი
შს მინისტრის მოადგილემ სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს სერტიფიკატები გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაბა ბაკურიანში სამთო მომზადების საბაზისო სამკვირიანი სასწავლო კურსი გაიარეს. სწავლების დახურვის ცერემონიალი სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ციხისჯვრის ბაზაზე გაიმართა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკმა ვლადიმერ ბორცვაძემ, სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, პოლიციის პოლკოვნიკმა ზურაბ ჭაბაშვილმა, თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა გრიგოლ ჭელიძემ და პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა სწავლების მონაწილეებს სასწავლო კურსის დასრულება მიულოცეს და კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადასცეს. სერტიფიკატების გადაცემის შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ციხისჯვრის ბაზა დაათვალიერა და თანამშრომლების სამუშაო და საცხოვრებელ პირობებს გაეცნო. სწავლება შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა. სასწავლო კურსს პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორები უძღვებოდნენ. სწავლების განმავლობაში დეპარტამენტის თანამშრომლებმა შეისწავლეს თხილამურებით ტექნიკური სრიალი, რთულ კლიმატურ პირობებში მაღალმთიან რელიეფზე გადაადგილება, თოვლში თავშესაფრის მოწყობა და მოქმედება განსაკუთრებულად ცივ პირობებში, ზვავში მოყოლილი ადამიანის ძიების მეთოდები, დაშავებულისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენა და საევაკუაციო საშუალებების გამოყენება. სასწავლო კურსის მიზანი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელთა სამთო უნარ-ჩვევების გაუმჯობესება.
(NS)
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)