|
2019-02-20 10:28:06, 1299 ნახვა
სამართალი
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები: დოლიძე-ჯანეზაშვილის ბრალდება ყოვლად უსაფუძვლოა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები, არამოსამართლე წევრებს - ნაზი ჯანეზაშვილსა და ანა დოლიძეს პასუხობენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბრალდება, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეგნებულად აჭიანურებს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს უსაფუძვლოა. მათივე შეფასებით, დოლიძისა და ჯანეზაშვილის განცხადება სასამართლო სისტემის დისკრედიტაციის მცდელობაა. „19 თებერვალს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ გაავრცელეს განცხადება, რომლის მიხედვითაც, უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების გადადების გამო იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სასამართლოს ქვედა ინსტანციებში მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი შეაყოვნა. აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს მოვლენათა დამახინჯებულ ინტერპრეტაციას, რადგან: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა 2018 წლის 30 ივლისს და კანდიდატთა რეგისტრაცია მიმდინარეობდა 31 აგვისტოს ჩათვლით. აღნიშნულის შემდეგ კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად მიმდინარეობდა ინფორმაციის მოძიებისა და შესწავლის ეტაპი, რომელიც მოიცავს 2 თვეს. აღნიშნული პროცესის დასრულების შემდეგ საბჭომ დაიწყო კანდიდატებთან გასაუბრება, რომელიც ეტაპობრივად მიმდინარეობდა. იუსტიციის უმაღლესი საბჭო გაესაუბრა კონკურსში მონაწილე 77 კანდიდატს. ბოლო გასაუბრება ჩატარდა მიმდინარე წლის 28 იანვარს. აღნიშნულ დღეს იგეგმებოდა გასაუბრების ეტაპის დასრულება, რაც ვერ მოხერხდა ერთ-ერთი კანდიდატის მიზეზით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან დამოუკიდებელი ობიექტური გარემოების არსებობის გამო. აღნიშნული პროცესის პარალელურად საბჭოს მიერ ხორციელდებოდა სხვადასხვა უფლებამოსილებები, კერძოდ: საბჭო გაესაუბრა იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელობის 115 კანდიდატს, განხორციელდა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 794 მუხლით გათვალისწინებული პროცედურა 8 მოსამართლის მიმართ, წარიმართა 3 წლის ვადით დანიშნული 13 მოსამართლის საქმიანობის შეფასება და ამ ეტაპზე იგივე პროცედურა მიმდინარეობს 15 მოსამართლის მიმართ, ამასთან ყოველკვირეულ რეჟიმში ტარდება საბჭოს სხდომები და ხორციელდება საბჭოს სხვა მნიშვნელოვანი უფლებამოსილებები. შესაბამისად, ბრალდება, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეგნებულად აჭიანურებს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს ყოვლად უსაფუძვლოა. უფრო მეტიც, აღნიშნული წარმოადგენს საზოგადოების თვალში იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და მთლიანად სასამართლო სისტემის დისკრედიტაციის მცდელობას. ამასთან, გაუგებარია ის ორმაგი სტანდარტი, რომლითაც საბჭოს აღნიშნული წევრები ხელმძღვანელობენ მოსამართლეთა დანიშვნებთან დაკავშირებით. კერძოდ, აღნიშნული წევრები ერთის მხრივ აქტიურად ეწინააღმდეგებიან მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესს და ამასთან, ითხოვენ მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსის დაჩქარებას, რომლის საბოლოო შედეგი სწორედაც მოსამართლეთა თანამდებობაზე უვადოდ დანიშვნაა“, - ნათქვამია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების განცხადებაში.
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)