09:13 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-13 15:48:16, 1590 ნახვა

სამართალი
„მზიურის“ დაცვის თანამშრომელი - რას წარმოვიდგენდი თუ ეს ბავშვები კაფეს გაქურდავდნენ

თბილისში, პარკ „მზიურში“ სოციალური კაფე „ახალი მზიური“ გაქურდეს. დაცვის თანამშრომელი რომელიც მზიურის ტერიტორიაზე უსაფრთხოებას იცავს, ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ 12 წლამდე ასაკის რამდენიმე მოზარდი შენიშნა თუმცა მათზე ყურადღება არ გაუმახვილებია, რადგან მისი თქმით, ვერ წარმოიდგენდა რომ არასრულწლოვნები რაიმე კანონსაწინააღმდეგოს ჩაიდენდნენ. 

„რამდენიმე ბავშვმა ამოიარა დაცვის ჯიხურთან, დაახლოებით 12 წლამდე ასაკის იქმნებოდნენ, ზემოთ ავიდნენ და რას წარმოვიდგენდი თუ კაფეში შევიდოდნენ და გაქურდავდნენ. თავიდან  მეგონა, რომ დამლაგებელი მოვიდა და ის იყო კაფეში შესული, დავიძახე არავინ არ იყო შიგნით დაველოდე მის მოსვლას და აღმოჩნდა, რომ გაქურდული იყო“, - აცხადებს დავით ძებოშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ქურდობის ფაქტს ადასტურებენ. უწყების ინფორმაციით არასრულწლოვნები უკვე იდენტიფიცირებულები არიან და სამართალდამცავები შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს,  რაც ქურდობას გულისხმობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დემოკრატებმა გაიმარჯვეს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის არჩევნებში და მოიპოვეს კონტროლი აშშ-ის კონგრესზე
აშშ-ის სენატის არჩევნებში დემოკრატიულმა პარტიამ 52 სენატორით მოიპოვა უმრავლესობა
1988 წლიდან პირველად დემოკრატმა ჯეიმს ტალარიკომ ტეხასში გაიმარჯვა
დემოკრატებმა კანზასის შტატის სენატის არჩევნებში პირველად 94 წლის შემდეგ გაიმარჯვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics