08:45 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-13 12:48:50, 1510 ნახვა

სამართალი
გიორგი აბრალავას მამა: ჩემს შვილს ბრალი არ უდასტურდება - გარკვეული პროცედურების შემდეგ საქართველოში დაბრუნდება

ნორვეგაში ტექნიკის ქურდობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქიდან, ერთ-ერთის, გიორგი აბრალავას  მამის განცხადებით, მის შვილს ბრალი არ უდასტურდება და გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ ის საქართველოში დაბრუნდება.

ამასთან, მისი თქმით, მისი დაკავება არც უმრავლესობის წევრთან, ვანო ზარდიაშვილთან არის დაკავშირებული და არც ტექნიკის მაღაზიის ძარვას უკავშირდება.

„ფაქტი არის რომ დაკავებულია მაგრამ ბრალი არ უდასტურდება. ჩემი ვარაუდით შეიძლება ქართველების მიმართ რაღაც დამოკიდებულება არის, ან რაღაც სხვა საქმესთანაც იყოს დაკავშირებული მაგრამ ერთმნიშვნელოვნად ასე გამოაცხადო ელექტრო ტექნიკა და ისა... ეს უნდა იყოს ან მაცივარი, ან უნდა იყოს მსხვილი რაღაც ტექნიკა და გენერატორი და ა.შ. ეს წარმოუდგენელია. შსს-მ მე როგორც ვიცი მიიღო ინფორმაცია შესაბამისი, რომ ეს არ უდასტურდებათ მათ. უბრალოდ არის პროცედურა რომლის გავლის შემდეგ თვითონ ჩამოვა და გასცემს პასუხს. პიარის ნაწილია. თუ ის არის საინტერესო რომ ეს ვანო ზარდიაშვილს დაუკავშირო, მაგალითად არის ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმა?! რა, სიძეობა და ცოლის ძმობა დანაშაულია? ვანო ზარდიაშვილამდე მუშაობდა ის აუდიტის სამსახურში. ეს შეიძლება ნახოთ“ -განაცხადა მამა ანზორ აბრალავამ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დემოკრატებმა კანზასის შტატის სენატის არჩევნებში პირველად 94 წლის შემდეგ გაიმარჯვეს
სამარასთან ახლოს უკრაინის თავდასხმის შემდეგ, ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის საწყობი მეორე დღეა იწვის.
Axios: აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგად, შესაძლოა, ტრამპმა კონგრესზეც კონტროლი დაკარგოს
ტრამპმა გუამში რესპუბლიკელის გამარჯვებას აშშ-ის არჩევნებზე კარგი ნიშანი უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics