|
2019-02-12 12:10:25, 1345 ნახვა
სამართალი
ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ბრალდებული, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ს.ა. დამნაშავედ ცნო. როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 28 მაისს, ს.ა. თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში საბაჟო-გამშვებ პუნქტ ,,კარწახის" გავლით შემოვიდა და ტანსაცმელში დამალვის გზით, საქართველოში უკანონოდ შემოიტანა ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის" შემცველი 26 აბი და 9 აბის ნატეხი (0,0619 გრ.), სამ პაკეტად დაფასოებული, 5,4584 გრ. ,,მორფინი" (მარილი), 3,6389 გრ. ,,კოდეინი" (მარილი),1,7287 გრ. ,,თებაინის" შემცველი პლასტიკური მასა და ორ პაკეტად დაფასოებული, ნარკოტიკული საშუალება ,,მეტამფეტამინის", შემცველი კრისტალური ნივთიერება (0,5666 გრ.) „სამართალდამცველებმა ს.ა. 2018 წლის 28 მაისს დააკავეს. პირადი ჩხრეკისას მისგან ამოღებული იქნა აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერებები. ს.ა.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და მე-4 ნაწილის „ა" ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ახალქალაქის რაიონული სასამართლომ ს.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)