|
2019-02-06 12:14:06, 1664 ნახვა
სამართალი
ფოფხაძე - უმრავლესობის სხდომაზე მოსვლის სურვილი არ მქონდა, მაგრამ არ მინდა ვინმემ თქვას, რომ დიალოგს გავურბივართ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გედევან ფოფხაძის განცხადებით, მას მმართველი გუნდის შეხვედრაზე მისვლის სურვილი არ ჰქონდა, თუმცა აპირებს, შეხვედრაზე განხილულ ყველა საკითხზე საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს. „მიზანი არის ის, რომ არა კანონმდებლობას მოვარგოთ მოცემულობა, არამედ მიზანი არის ის, რომ წესიერი და ღირსეული ადამიანები ავირჩიოთ სასამართლოში. თუ ამ მიზნისთვის უმრავლესობა მზად არის ყველაფერი გააკეთოს, მათ შორის კანონმდებლობაც ისე მოარგოს ამ მიზანს როგორც საჭიროა, ამაზე იქნება დამოკიდებული ყველაფერი. შინაგანი სურვილი აქ მოსვლის არ მქონდა, მაგრამ არ მინდა ვინმემ თქვას, რომ ჩვენ დიალოგს გავურბივართ. პოზიციას დღესაც დავაფიქსირებ. მგონია, რომ პრინციპულია მიზანს არ გადავუხვიოთ. უნდა შევთანხმდეთ, რომ არ შეიძლება კარი ჩაეკეტოს მედიას და საზოგადოებას, ამ საკითხების განხილვის დროს. არ შეიძლება გუნდურობა ითვალისწინებს საუბრებს მხოლოდ „ქართული ოცნების“ ოფისში - ეს საუბრები უნდა იცოდეს საზოგადოებამ, რადგან ყველას ეხება. თუ ასეთი შეზღუდვა იქნება არასწორი. თუ საკითხი ისმება ისე, რომ მე არ უნდა ვისაუბრო გუნდის შიგნით რაზეც ვსაუბრობთ საჯარო სივრცეში და ჩვენ ვერ ვთანხმდებით, ეს შეუთანხმებლობა ჩვენს დისტანცირებას გამოიწვევს. რაზეც იქნება საუბარი გამოვალ და თქვენთან ვილაპარაკებ. თუ ვინმეს მიაჩნია რომ ეს არაგუნდურია, მე მიმაჩნია, რომ სწორედ ეს არის გუნდურობა. აქედან როდის და როგორ წამოვალ, ამაზე უფრო მნიშვნელოვანია ის რაც აქ ხდება ხალხმა იცოდეს“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
ტრამპი აცხადებს, რომ პუტინს ნატოზე თავდასხმის გეგმა არ აქვს
ტრამპმა განაცხადა, რომ მისი წარმომადგენლები მოსკოვსა და კიევში უკრაინისთვის ახალ სამშვიდობო გეგმას წარადგენენ
ზელენსკი: ვიტკოფისა და კუშნერის ვიზიტების დროს საჰაერო დარტყმებს არ განვახორციელებთ, რუსეთმაც იგივე უნდა გააკეთოს
დენის კულანინმა საქართველო დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსული დრონი კიევში СБУ-ს მთავარ ოფისს დაეჯახა
ოდესა კვლავ დაბომბვის ობიექტი გახდა,არიან დაღუპულები და დაჭრილები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)