04:42 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-17 16:09:02, 393 ნახვა

როსენ პლევნელიევი: ბულგარეთი საქართველოსთვის არც მატერიალურ და არც სხვა სახის დახმარებას არ დაიშურებს

ბულგარეთის პრეზიდენტ როსენ პლევნელიევის განცხადებით, ბულგარეთი საქართველოსთვის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, არც მატერიალურ და არც სხვა  სახის დახმარებას  არ დაიშურებს.
„ჩვენ ძალიან დიდი თანადგომა გვინდა გამოვხატოთ საქართველოს მიმართ,  ადამიანების დაღუპვისა და იმ მატერიალური ზარალის გამო, რაც თქვენმა ქვეყანამ  განიცადა.იმედი გავქვს, რესტავრაცია, აღდგენა მოწყვლადი არეალების  სწრაფად განხორციელდება.ბულგარეთი არც მატერიალურ და არც სხვა დახმარებას არ დაიშურებს“,-აღნიშნა ბულგარეთის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ბულგარეთი მხარს უჭერს საქართველოს  ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ამასთან, როსენ პლევნელიევის თქმით, ბულგარეთი  რუსეთთან გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებებს გმობს.
„ბულგარეთი და ქართველი ხალხი ღრმა ისტორიული და კულტურული კავშირებით დაკავშირებული არიან.ბულგარეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ ერთიანობას, სუვერენიტეტს, სუვერენულ არჩევანს, მათი უფლებაა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზით იარონ. ჩვენ ვგმობთ აფხაზეთისა და  სამხრეთ ოსეთის დაპყრობას რუსეთის მიერ. ე.წ. ხელშეკრულებები  საერთაშორისო  სულისკვეთების საწინააღმდეგოა. ჩვენ არასოდეს არ ვაღიარებთ ე.წ. ხელშეკრულებებს“,-განაცხადა ბულგარეთის პრეზიდენტმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics