|
2019-01-31 13:29:45, 1497 ნახვა
სამართალი
„6 თვის განმავლობაში ვერ მოვახერხეთ მთავარი პროკურორის დიპლომის ასლის მოპოვება“ - გიგაური თადუმაძეს უჩივის
არასამთავრობო ორგანიზაცია - „საერთაშორისო გაჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელი, ეკ გიგაური მთავარ გენერალურ პროკურორს, შალვა თადუმაძეს სასამართლოში უჩივის. ეკა გიგიაურის თქმით, 6 თვის განმავლობაში ორგანიზაციამ ვერ შესძლო გენერალური პროკურორის დიპლომის მოპოვება, რაც ბადებს ეჭვს, რომ შესაძლოა თადუმაძეს იურიდიული განათლება არ აქვს. „სამწუხარო რამ ხდება და ჩვენთვის გაუგებარი კიდე, იმიტომ, რომ ჩვენ 6 თვის განმავლობაში ჩვენ ვერ მოვახერხეთ ვერც მთავრობის კანცელარიიდან, ვერც იუსტიციის სამინისტროდან და ვერც პროკურატურიდან ამ ინფორმაციის მიღება. ეს მართლაც წარმოუდგენელი რამ არის რადგან ქვეყანას აქვს გაკეთებული განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მმართველობა არის გამჭირვალე და ნებისმიერი ინფორმაციის მიღება საჯარო უწყებებიდან არის შესაძლებელი და დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია 6 თვის განმავლობაში ცდილობს, რომ მოიპოვოს მთავრი პროკურორის დიპლომი. იმის გამო, რომ არც არც იუსტიციის სამინისტრომ, არც მთავრობის კანცელარიამ და არც პროკურატურამ ჩვენ არ მოგვაწოდა დიპლომის ასლი ჩვენ ვიჩივლეთ სამინისტროში და უკვე ახლა სასამართლოს წესით ვცდილობთ, რომ ეს ინფორმაცია მოვიპოვოთ“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.
სამარასთან ახლოს უკრაინის თავდასხმის შემდეგ, ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის საწყობი მეორე დღეა იწვის.
Axios: აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგად, შესაძლოა, ტრამპმა კონგრესზეც კონტროლი დაკარგოს
ტრამპმა გუამში რესპუბლიკელის გამარჯვებას აშშ-ის არჩევნებზე კარგი ნიშანი უწოდა
პოლონეთის პროკურატურამ საკონსტიტუციო ტრიბუნალის მოსამართლეებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)