|
2019-01-31 10:42:37, 1417 ნახვა
სამართალი
პოლიციამ რუსთავში ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყაჩაღობის ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ე.მ. დააკავეს. როგორც „ექსპრესიუსს“ უწყებიდა აცობეს, დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 30 იანვარს რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მაღაზიის გამყიდველს დანის მუქარით 300 ლარი და მობილური ტელეფონი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ე.მ. მომხდარიდან რამდენიმე საათში რუსთავში დააკავეს. გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
სამარასთან ახლოს უკრაინის თავდასხმის შემდეგ, ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის საწყობი მეორე დღეა იწვის.
Axios: აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგად, შესაძლოა, ტრამპმა კონგრესზეც კონტროლი დაკარგოს
ტრამპმა გუამში რესპუბლიკელის გამარჯვებას აშშ-ის არჩევნებზე კარგი ნიშანი უწოდა
პოლონეთის პროკურატურამ საკონსტიტუციო ტრიბუნალის მოსამართლეებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)