|
2019-01-26 15:17:49, 1567 ნახვა
სამართალი
„ტაშს უკრავთ მათ, ვინც ზიანს აყენებს სასამართლოს“ - ხმაური მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციაზე
„ყველა ადამიანი გამოდის და ერთი და იგივე რამეს ამბობს. დღეს დავრწმუნდი, რომ ეს არის „კლანი“, - ამ სიტყვებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა, მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას მოსამართლეებს მიმართა. ჯანეზაშვილის ამ განცხადებას უარყოფითი რეაქციები მოჰყვა. მოსამართლეთა ნაწილი ითხოვდა, მისთვის მიკროფონი გაეთიშათ და ტრიბუნიდან ჩამოეყვანათ „დღეს ჩემი გამოსვლა დაუგეგმავია. ჩემთვის მეტ-ნაკლებად ცხადი იყო თუ რას ეძღვნებოდა დღევანდელი კონფერენცია,მაგრამ გულწრფელად,რომ ვთქვა ჩემს მოლოდინს გადააჭარბა, რადგან არ მეგონა ამდენი ადამიანი შეიკრიბებოდა იმისთვის, რომ ჩემი და ანა დოლიძის მიმართ გამოეთქვა დაუსაბუთებელი კრიტიკა და ხშირ შემთხვევაში მოსამართლისთვის შეუფერებელი მოსაზრებები. მე არც ერთი მოსამართლე არასდროს გამიკირტიკებია მისი კონკრეტული გადაწყვეტილებების გამო და მიმაჩნია, რომ მოსამართლე უნდა იყოს დამოუკიდებელი და ამას ხელს უნდა უწყობდეს იუსტიციის საბჭო და რა თქმა უნდა, მთელი საზოგაოდება. მაგრამ დღეს სამწუხაროდ ვხედავ, რომ ყველა ის ადამიანი ვინც აქ იმყოფება, არის ერთ აზრზე. ეს არის ჩემი მოსაზრება და გულისტკივილი, როგორც ერთი მოქალაქის. მიუხედავად ამისა, მაინც მჯეროდა, რომ მოვისმენდი განსხვავებულ მოსაზრებებს, მაგრამ ძალიან ვწუხვარ,რომ აქ ვხედავ იგივე ვითარებას, რაც ხდება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა. ამასთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ მოსამართლეთა დღევანდელ კონფერენციაზე განსხვავებული აზრი არ გაჟღერებულა. „ვხედავ, რომ განსხვაებული აზრი სისტემაში არ არსებობს და ვხედავ, რომ ვნახე, რომ ტაშს უკრავთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ზიანს აყენებენ სასამართლო სისტემას. თქვენ არ უნდა გქონდეთ პრეტენზიები ჩემ მიმართ, მე და ანა დოლიძეც ვართ უმცირესობაში, ჩვენ ვერ ვიღებთ გადაწყვეტილებებს. ყველა ადამიანი გამოდის და ერთი და იგივე რამეს ამბობს. დღეს დავრწმუნდი, რომ ეს არის „კლანი“, - მიმართა მოსამართლეებს ნაზი ჯაეზაშვილმა.
ზელენსკი: ვიტკოფისა და კუშნერის ვიზიტების დროს საჰაერო დარტყმებს არ განვახორციელებთ, რუსეთმაც იგივე უნდა გააკეთოს
დენის კულანინმა საქართველო დატოვა
სააკაშვილი- მელია რომელიც ერთ დროს ჩემს მზეს რომ ფიცულობდა, ახლა ის დერეფანში ჩემს ყოველ ჩავლაზე მთელი ხმით უშვერ დედის გინებებს აღავლენს ხოლმე, ჩემი მიმართულებით
პროკურატურა - „ასავალ-დასავალის“ რესპონდენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოპოზიციის სამი წევრი დაიკითხა
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსული დრონი კიევში СБУ-ს მთავარ ოფისს დაეჯახა
ოდესა კვლავ დაბომბვის ობიექტი გახდა,არიან დაღუპულები და დაჭრილები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)