|
2018-12-31 14:34:46, 6037 ნახვა
სხვადასხვა
წლის ადამიანი - გმირი არჩილ ტატუნაშვილი
ცხინვალში 23 თებერვალს 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი წამებით მოკლეს. იგი ბოლო წლებში ცხოვრობდა ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ყანჩავეთში და ადგილობრივ სამართალდამცავებთან არანაირი პრობლემა არ ჰქონია.
ოკუპირებული ახალგორის რაიონის ე.წ. საზღვართან მოხდა არჩილ ტატუნაშვილისა და ოსი სამართალდამცავის სიტყვიერი შელაპარაკება, რომლის შემდეგაც ტატუნაშვილი დააკავეს. წინასწარი მონაცემებით, არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები, რაც დიდი ალბათობით მიუთითებს წამების კვალზე. ცენტრის „ემპათია“ ექსპერტები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია ჩატარდეს კომპლექსურ – კომისიური ექსპერტიზა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, კერძოდ, მინესოტას პროტოკოლი, სტამბოლის პროტოკოლი, რათა დადგენილ იქნას წამების სავარაუდო ფაქტსა და გარდაცვალების მიზეზს შორის მიზეზ – შედეგობრივი კავშირი”, – წერია ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
არჩილის დედა რუსუდან ტატუნაშვილი იხსენებს. არჩილის მამა: „როცა გავიგე, რომ დაიჭირეს, ოჯახის წევრებს გულს ვუმაგრებდი, თუმცა მე ვიცოდი, რომ იქიდან მისი გამოშვება ასე მარტივად არ მოხდებოდა. აჩიკო ოკუპაციის რეჟიმს შეეწირა. ჯარში სამსახურის გამო შეგნებულად დაიჭირეს, თორემ ასე არ გაიმეტებდნენ. ბებომ როცა დარეკა, ჩემი მეუღლე და უფროსი ბიჭი მაშინვე წავიდნენ ახალგორში. ჩემი მეუღლე საზღვარზე არ გადაუშვეს, უკან მოაბრუნეს, ძმა მაინც გადავიდა. სახლში და გზაზე ელოდებოდა, რომ რამე შეეტყო. ბოლოს გურწიევთან მივიდა ვითარების გასარკვევად. სწორედ მისი დაჭერილი ყოფილა აჩიკო. ვინაობა და ნათესაური კავშირის შესახებ უკითხავს, ბოლოს უთქვამს, არაფერი ვიციო, გავარკვევ ყველაფერს და დაგიკავშირდებითო. სინამდვილეში დაკავებაშიც თვითონ მონაწილეობდა და სახლის ჩხრეკაშიც. მოგვიანებით ჩემს უფროს შვილს, თეიმურაზს მეგობრებმა დაურეკეს და ურჩიეს, მანდ ნუ გაჩერდებიო. მე იმედიანად ვიყავი, რადგან თქვეს, ნარკოლოგიურში გადაიყვანესო. ვიფიქრე, შეამოწმებენ, ჩემი შვილი ნარკომანი არ არის და უკან გამოუშვებენ-თქო, თურმე ამ დროს აჩიკო უკვე მოკლული ჰყავდათ. ადრე ყოფილა შემთხვევა, რომ დაუჭერიათ და ისევ გამოუშვიათ ბიჭები“. ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ დავით გურწიევის და ალიკ ტაბოევის საერთაშორისო ძებნა წითელი ცირკულარით დაიწყო. ეს პირები საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ არჩილ ტატუნაშვილის უკანონო დაკავებასა და წამებაში არიან ბრალდებული. დავით გურწიევსა და ალიკ ტაბოევს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით, 25-144 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „გ“ქვეპუნქტით. ამის შემდეგ მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დააკისრა. გურწიევსა და ტაბოევს საქართველოს მოქალაქეების – არჩილ ტატუნაშვილისთვის, იოსებ პავლიაშვილისა და ლევან ქუტაშვილისთვის – დამამძიმებელ გარემოებებში თავისუფლების უკანონო აღკვეთა და დამამძიმებელ გარემოებებში არჩილ ტატუნაშვილის წამება ედებათ ბრალად. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 12-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, იგი აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების შეიარაღებული ფორმირების მესაზღვრემ, რაშიდ კანჯი-ოღლიმ მოკლა, რომელიც დაედევნა ოთხოზორიას სტყვიერი შელაპარაკების შემდეგ დაედევნა. მან რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ცეცხლსასროლი იარაღით, ბოლოს კი საკონტროლო გასროლაც განახორციელა, რის შედეგადაც ოთხოზორია გარდაიცვალა, ხოლო კანჯიოღლი ისევ აფხაზეთის კონტრილირებად ტერიტორიაზე გადავიდა და მიიმალა. 26 ივნისს პრემიერ-მინიტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში 33 ადამიანი შეიყვანეს — ბრალდებული და მსჯავრდებული პირები, რომლებიც, ქართული მხარის თანახმად, მხილებულები არიან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ დაგეგმილ დანაშაულობებში — მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და ამ დანაშაულებების დაფარვაში. ცენტრის დირექტორი, მარიამ ჯიშკარიანი აღნიშნავს, რომ 800 გვერდიან დოკუმენტში წარმოდგენილია სასამართლო დასკვნა და მტკიცებულებები, რომლითაც არჩილ ტატუნაშვილის გატაცება, წამება და მკვლელობა დასტურდება. “წარმოდგენილი გვაქვს ყველა მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს აღენიშნებოდა წამების კვალი. თუ სასამართლო მოითხოვს დამატებით მტკიცებულებებს, სავარაუდოდ, განმარტებებს, ჩვენ მზად ვართ, რომ ეს მტკიცებულებები გადავუგზავნოთ” - აცხადებს ცენტრის დირექტორი. არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრების თქმით, მათ მოლოდინი აქვთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნას და დამნაშავეები დაისჯებიან.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსული დარტყმის შედეგად თურქული კომპანიის გემის დაზიანებას უპასუხა
პარლამენტის წინ კობახიძის პუტინთან ფორუმში მონაწილეობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ფრანკფურტის აეროპორტში ერთ-ერთ მგზავრს 11 000-ზე მეტი დაუმუშავებელი ბრილიანტი ჩამოართვეს
დედაქალაქში მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები აინთო
|
რედაქტორის რჩევით
საერთაშორისო ნაძირლები: როგორ აქცია ტრამპმა სამშვიდობო მოლაპარაკებები მაიამი-ბიჩში ბინის გაყიდვად
„ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ეკოსისტემის კოორდინირებული კამპანია BBC-ის გამოძიების წინააღმდეგ
ომი უკრაინაში
სუმის რეგიონში დრონის მრავალსართულიან შენობაზე თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა
რუსეთის საოკუპაციო ძალები, უკრაინის ტერიტორიების სწრაფ ოკუპირებას ახდენენ - The Telegraph
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|








epn.ge (@expressnews.ge)