03:45 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-21 17:33:34, 1437 ნახვა

სამართალი
გახარია დაკავებულ უკრაინელებზე - შსს-მ აღკვეთა დამატებით 14 არასასურველი ადამიანების ქვეყანაში შემოსვლა

„შსს-მ აღკვეთა დამატებით 14 არასასურველი ადამიანების ქვეყანაში შემოსვლა“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.

შს მინისტრი დაკავებული უკრაინელების თემას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აღნიშნული პირები საკმაოდ მაღალი რისკის მატარებლები იყვნენ.

 „მე ვერ დავარქმევდი ბატონო ნუკრი ბოევიკებს, ძალიან ხმამაღალი დასახელებაა, თუმცა საკმაოდ  მაღალი რისკის მატარებელი, ძალზედ სპეციფიკური გამოცდილების ხალხი იყო ყველა. ერთი რამ მინდა გითხრათ, რისი თქმაც მე დღეს შემიძლია, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტრომ, აღკვეთა დამატებით 14 მსგავსი პროფილის ადამიანის შემოსვლა საქართველოში. ეს იყო უბრალოდ პრევენციის სახით იძულებული მოქმედება. ჩვენ უბრალოდ იძულებულები გავხდით, რომ ქვეყნისთვის, იმ მომენტში არასასურველი სპეციფიკური გამოცდილების და ცოდნების ადამიანები, ქვეყანაში არ შემოგვეშვა და ასეთი იყო იდენტიფიცირებული 14  პირი. მცდელობები იყო შემდეგ სახმელეთო საზღვრებიდან შემოსვლის, იგივე პირების, თუმცა ჯერჯერობით ვართ იქ, სადაც ვართ და ამ თემაზე მეტი საუბარი ამ ტრიბუნიდან უბრალოდ ზედმეტია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სამარასთან ახლოს უკრაინის თავდასხმის შემდეგ, ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის საწყობი მეორე დღეა იწვის.
Axios: აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგად, შესაძლოა, ტრამპმა კონგრესზეც კონტროლი დაკარგოს
ტრამპმა გუამში რესპუბლიკელის გამარჯვებას აშშ-ის არჩევნებზე კარგი ნიშანი უწოდა
პოლონეთის პროკურატურამ საკონსტიტუციო ტრიბუნალის მოსამართლეებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics