20:40 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-21 13:28:23, 3105 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისიმ“ „ერთგული“ ბარათის მომხმარებლებისთვის სპეციალური აქცია – „10=10=10“ დაიწყო

„თიბისი ბანკმა“ „ერთგული“ ბარათის მომხმარებლებისთვის სპეციალური აქცია – „10=10=10“ დაიწყო.

აქციის ფარგლებში, ყველა მომხმარებელი, ვინც 31 დეკემბრის ჩათვლით „ერთგული" ბარათით მინიმუმ 10 ლარის გადახდას 10-ჯერ განახორციელებს, 10 ერთგული ქულით დასაჩუქრდება. გარდა ამისა, „ერთგული" ბარათის ის მომხმარებელი, რომელიც ერთი დღის განმავლობაში ყველაზე მეტ ტრანზაქციას განახორციელებს, 1000 ერთგული ქულის მფლობელი გახდება.

აქციაში ჩართვა ძალიან მარტივია. მასში მონაწილეობას ავტომატურად იღებს „ერთგული" და „პრაიმ" ბარათის ნებისმიერი მფლობელი (მათ შორის უკონტაქტო საკრედიტო სტიკერი), რომელიც თახნას თიბისის ტერმინალით გადაიხდის. აქციის ფარგლებში, 10 ქულის მოგება მაქსიმუმ 10-ჯერ არის შესაძლებელი.

„ერთგული" თიბისი ბანკის ლოიალობის პროგრამაა, რომელიც მომხმარებელს ყოველდღიურად უამრავ აქციას სთავაზობს. ქულები თიბისი ბანკის ნებისმიერ პოს-ტერმინალში გადახდისას გროვდება. „ერთგულით" დაგროვებული 1 ქულა=1ლარს. პარტნიორ ობიექტებში შესაძლებელია დახარჯული თახნის 15%-მდე ქულების დაგროვება. დაგროვებული ქულების განაღდება მომხმარებლებს 150-მდე პარტნიორ სავაჭრო ობიექტში შეუძლიათ.

აქციის, ასევე „ერთგული" ბარათის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: ertguli.ge

 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics