|
2018-12-20 16:39:07, 1310 ნახვა
სამართალი
2018 წელს შსს-მ გასულ წელთან შედარებით, „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის 4-ჯერ მეტი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით 2018 წელს მიღწეული შედეგები შეაჯამა და ამ მიმართულების გაძლიერებისთვის ევროკავშირის დაფინანსებულ ახალ პროექტში ჩაერთო. ევროკავშირი ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერას იწყებს. ახალი პროექტის პრეზენტაცია სასტუმრო "რედისონში" გაიმართა. ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის და პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, მისასალმებელი სიტყვით გახსნა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრეზენტაციაზე 2018 წელს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და მიღწეული შედეგები წარმოადგინა. სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდა : „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა“ 2018 წელს დაკავებული იქნა 4 ე.წ. კანონიერი ქურდი და "ქურდული სამყაროს" 52 წევრი, რაც, სტატისტიკური მაჩვენებლით, წინა წლის მონაცემზე 477%-ით მეტია. დაკავებულთაგან 19 პირს ბრალი ახალი მუხლებით წარედგინა. ტრეფიკინგის ბრალდებით, 2018 წელს დაკავებულია 42 პირი, 66%-ით მეტი, წინა წელთან შედარებით. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს მტკიცე ძალისხმევა ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის საქართველო წელს ერთადერთია, რომელმაც პირველ კალათაში ადგილი შეინარჩუნა. კიბერდანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წელს 40 კიბერდამნაშავე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის პასუხისგებაში მიცემულია 117 პირი, ეს ციფრი 2-ჯერ მეტია, წინა წელთან შედარებით. მათ შორის ნარკოტიკებით ონლაინ ვაჭრობის ფაქტზე დაკავებულია 7 პირი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის მხრივ 2018 წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. ფრანგ, ბერძენ, ესპანელ და პოლონელ კოლეგებთან ერთად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში 19 ერთობლივი ოპერაცია ჩატარდა, რომელთა შედეგადაც მძიმე დანაშაულის ჩადენის ბრალდებით დაკავებულ იქნა საქართველოს 137 მოქალაქე, მათ შორის 13 ე.წ. კანონიერი ქურდი.
(NS)
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)