01:15 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-13 18:36:22, 1898 ნახვა

სამართალი
თემურ აბაზოვი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

რუსთავის საქალაქო სასამართლომ მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიება 10 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა.

დაცვის მხარის არგუმენტი იყო, რომ რადგან გამოძიების ამ ეტაპზე ყველა მთავარი მოწმე დაკითხულია და ყველა წერილობითი მტკიცებულება წარმოდგენილია, მოწმეებზე ზემოქმედების საშიშროება აღარ არსებობს, რაც მოსამართელმ გაიზიარა.

შეგახსენებთ, პროკურატურამ 13 ივნისს დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე მარნეულის მერი დააკავა, ხოლო ცემის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის "ენმ"-დან აზერ სულეიმანოვის და კიდევ 2  პირის მიმართ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლონეთის პროკურატურამ საკონსტიტუციო ტრიბუნალის მოსამართლეებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ზელენსკის ყოფილ პრესმდივანს ღალატში ბრალი წაუყენეს
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
კობახიძე აგენტების კანონზე - - როდესაც ვენეციის კომისია ან ევროკომისია აცხადებს, რომ ეს კანონმდებლობა ევროპულ სტანდარტებთან შეუთავსებელია - ეს სრული სიცრუეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics