|
2018-12-02 14:19:31, 1651 ნახვა
სამართალი
დონბასში მებრძოლი ქართველის დაკავებას, ოჯახი პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიიჩნევს
თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე, გამთენიისას, სასტუმრო „ალიანსში“ დაკავებული ქართველი სამხედროს, ლუკა ჩხეტიას ოჯახი დარწმუნებულია, რომ მას იარაღი ჩაუდეს. ოჯახი ჩხეტიას დაკავებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირებენ და ამბობენ, რომ ამ ფაქტს არ შეეგუებიან. ამასთან, ლუკა ჩხეტიას მამის თქმით, მისი შვილი თანამებრძოლებთან ერთად გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. „დაგვირეკეს დღეს, რომ დაკავებული არის. დაუდეს ნაღდად იარაღი. ლუკას იარაღი არ ჰქონდა და არც ექნებოდა და არც ჰქონდა საჭიროება იმის, რომ იარაღით ხელში გამოსულიყო. დღეს მითუმეტეს აქციებზე. ჩამოვიდა უკრაინელ ძმებთან ერთად რომ გაეზიარებინა, დაემტკიცებინა ეს მთავრობა რომ ეს მოვიდა ძალით , ფულით, ყოველნაირი უბედურებით. არ უნდოდა და დაუდგა გვერდით. უკრაინაში იბრძოდა დონბასის ბატალიონში ვაჟკაცურად. სასირცხვილო არაფერი არ გაუკეთებია. პირიქით უნდა დაუდგეს მთავრობა, რომ ასეთი ვაჟკაცი და ასეთ რაღაც ლაჩრობას ჩადიან. იარაღს უდებენ“, -აღიშნა ლუკა ჩხეტიას მამამ, სერგო ჩხეტიამ. რაც შეეხება ლუკა ჩხეტიას დის, მარინა ჩხეტიას თქმით, ისინი შსს-სგან მსგავს ქმედებას ელოდებოდნენ. „მათ ეს გააკეთეს დაგეგმეს, იქექებოდნენ ჩვენ ფეისბუქ გვერდებზე. ეძებდნენ, ვერაფერი ვერ იპოვეს. ვიცით ეს ყველაფერი. ჩვენ ველოდებოდით რომ ჩემ ძმას ამას გაუკეთებდნენ“, - განაცხადა მარინა ჩხეტიამ. ცნობისთვის, ლუკა ჩხეტია, ბოლო წლების განმავლობაში უკრაინაში, დონბასში იბრძოდა. მანადე ის ავღანეთში სამშვიდობო მისიით ორჯერ იმყოფებოდა. ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცლებს.
ზელენსკი: ვიტკოფისა და კუშნერის ვიზიტების დროს საჰაერო დარტყმებს არ განვახორციელებთ, რუსეთმაც იგივე უნდა გააკეთოს
დენის კულანინმა საქართველო დატოვა
სააკაშვილი- მელია რომელიც ერთ დროს ჩემს მზეს რომ ფიცულობდა, ახლა ის დერეფანში ჩემს ყოველ ჩავლაზე მთელი ხმით უშვერ დედის გინებებს აღავლენს ხოლმე, ჩემი მიმართულებით
პროკურატურა - „ასავალ-დასავალის“ რესპონდენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოპოზიციის სამი წევრი დაიკითხა
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსული დრონი კიევში СБУ-ს მთავარ ოფისს დაეჯახა
ოდესა კვლავ დაბომბვის ობიექტი გახდა,არიან დაღუპულები და დაჭრილები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)