|
2018-12-01 17:03:40, 1802 ნახვა
კომენტარი
სააკაშვილი: თაკო ჩარკვიანს ხელისუფლების მიერ მიგზავნილი მოძალადეები და კრიმინალები დაესხნენ თავს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელ თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეზე მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა. როგორც სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში აცხადებს, ჩარკვიანს და მის ოჯახს მოძალადეები ხელისუფლებამ მიუგზავნა. „დღეს ქუთაისის აეროპორტში თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს, რომლებიც აცილებდნენ თავის შვილს უცხოეთში, დაესხნენ თავს ხელისუფლების მიგზავნილი ექვსი პროვოკატორი, მოძალადე, კრიმინალი. მათ უნდათ, ჩვენ დაგვაშინონ, მაგრამ ივანიშვილი თვითონ არის შეშინებული. თითქმის 100 000 ბიულეტენია ოფიციალურად გაბათილებული, რომლის აბსოლუტური უმრავლესობა არის ვაშაძისთვის მიცემული ხმები. ამავე დროს, „კარუსელების“ მეშვეობით ჩაყრილია მინიმუმ 200 000 ხმა. „ძველი ბიჭებისა“ და „კარუსელების“ მეშვეობით მოხდა ეგზიტპოლების მანიპულირება. ჩვენ ავიღეთ თითქმის 900 000 ხმა. თეორიულადაც კი, შეუძლებელია, რომ საქართველოში აიღო 900 000 ხმა და არ მოიგო არჩევნები, იმიტომ, რომ ასეთია მოსახლეობის რაოდენობა. 2016 წელს „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა და ბევრად ნაკლები ხმით აიღო საკონსტიტუციო უმრავლესობა. მეგობრებო, ჩვენ ეს არჩევნები მოგვპარეს. იმაზე კი არ უნდა ვიკამათოთ, ვინ რა არასწორად გააკეთა ან როგორი არასწორი ტაქტიკა აირჩია. ყველაფერი იყო სწორად. თქვენ არჩევნები მოიგეთ! მე ძალიან ვამაყობ ჩვენი კანდიდატით, გრიგოლ ვაშაძით”, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დდეპარტამენტმა საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით კრიტიკული განცხადება გაავრცელა. „ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ილაპარაკა იმაზე, რომ ამ არჩევნებს არ ჰქონდა საერთო თავისუფალ არჩევნებთან და არ აღიარა პრაქტიკულად ამ არჩევნების ლეგიტიმურობა. იგივეა ევროპაში, არ აღიარებენ ლეგიტიმურობას, ნუ დაგაბნევთ ცალკეული მოლოცვები. დასავლეთი გვეუბნება, რომ თუ რამის თავი გაქვთ, გამოდით და დაამტკიცეთ, როგორც 2003 წელს დაამტკიცეთ, როგორც სომეხმა ხალხმა წლევანდელი წლის აპრილში. თუ ჩვენ ამ ძალადობას დედის რძესავით შევირგებთ, ძალადობა გაგრძელდება და ძალმომრეობა შეუქცევად ხასიათს მიიღებს. ამიტომ ჩვენი მშვიდობის, ჩვენი სტაბილურობის, ჩვენი შვილების მომავლის დასაცავად ხვალ ყველანი რუსთაველზე. ჩვენ უკან დამხევები არ ვართ, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ! მე თქვენთან ერთად ბოლომდე ვიბრძოლებ თქვენთვის და არა ჩვენთვის, არა სკამებისთვის, მე ნამდვილად არაფერი არ მინდა, მაგრამ ახლა წყდება საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი. ნურაფრის ნუ შეგეშინდებათ. ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელები, ვაჩვენოთ ჩვენი ერთიანობა, ჩვენი ბრძოლისუნარიანობა. ბრძოლა გამარჯვებამდე!“, - განაცხადა სააკაშვილმა. ცნობისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელ თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს თავს დაესხნენ. შსს-მ მომხდართან დაკავშირებით 4 პირი დააკავა.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)