|
2018-12-01 10:31:15, 1260 ნახვა
სამართალი
პროკურატურა - ნატო და გურამ კვეზერელების განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულის საბერძნეთიდან ექსტრადირება განხორციელდა
მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე საბერძნეთიდან საქართველოში, დამამძიმებელ გარემოებებში დედა-შვილის, ნატო და გურამ კვეზერელების განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულის გ.ყ.-ს ექსტრადირება განხორციელდა. პროკურატურის ცნობით, გ.ყ.-ს მიმართ ძებნის გამოცხადების თხოვნით საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ინტერპოლის ეროვნულ ცენტრალურ ბიუროს 2016 წლის 21 აპრილს მიმართა. პარალელურად, უწყებამ, ბერძნულ მხარეს გ.ყ.-ს წინასწარი დაკავების თხოვნით მიმართა. „2016 წლის 3 ივნისს ათენის ინტერპოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გ.ყ. საექსტრადიციო პატიმრობაში აიყვანეს, რის საფუძველზეც, ქართულმა მხარემ 2016 წლის 14 ივნისს მისი ექსტრადიცია მოითხოვა. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემდეგ, გ.ყ.-ს საქართველოში ექსტრადირება განხორციელდა. იგი ამჟამად შესაბამის საპატიმრო დაწესებულებაშია მოთავსებული. ბერძენმა სამართალდამცავებმა გ.ყ. საქართველოს და საბერძნეთის სამართალდამცავების ურთიერთთანამშრომლობის შედეგად დააკავეს მას შემდეგ, რაც 2016 წლის 5 აპრილს, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშესთვის ცნობილი გახდა, რომ გ.ყ. ქ.ალექსანდრუპოლისში ვინმე პოჰლოდკოვ მიროსლავის გაყალბებული პასპორტით იმყოფებოდა. გ.ყ.-ს ბრალად ედება ნ.კ.-ს და გ.კ.-ს დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, შეძენა და შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109–ე მუხლის პირველი ნაწილის „დ" ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მეორე ნაწილის „ე" და მესამე ნაწილის „ა", „გ", „ე" ქვეპუნქტებით, სსკ-ის 237-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით, სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით. გამოძიებით დადგინდა, რომ 2014 წლის დეკემბერში, დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობისთვის ნასამართლევმა გ.ყ.-მ და ვ.გ.-მ წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, ანგარებით, ქ.თბილისში, დაბა კოჯორში მდებარე აგარაკზე, დანით რამდენიმე დარტყმით მოკლეს გ.კ., შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით გვამი წინასწარ შეძენილ პლასტმასის კასრში მოათავსეს და მისი დაშლის მიზნით ქიმიური მჟავა ჩაასხეს. ვინაიდან გვამი არ დაიშალა, მათ კასრში ცემენტი ჩაყარეს და აგარაკის ეზოში დამარხეს. იმავე დღეს გ.ყ.-მ და ვ.გ.-მ, ქ.თბილისში, თბილისის ზღვაზე მდებარე ნ.კ.-ს და გ.კ.-ს საცხოვრებელ ბინაში, დანის ჩარტყმით ნ.კ. მოკლეს, შემდეგ კი ფარულად დაეუფლნენ ბინაში არსებულ დაახლოებით 12 000 აშშ დოლარს, ე.წ. „ლეპტოპს", საბუთებს, ბანკის ბარათებს, ოქროს ნივთებს, გ.კ.-ს სახელზე რეგისტრირებულ ორ ცეცხლსასროლ იარაღს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ამჟამად აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)