|
2018-11-28 22:30:29, 1901 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი ადეკვატურად ვერ აღიქვამს მოვლენებს
"ყველა ვხედავთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ადეკვატურად ვერ აღიქვამს მოვლენებს და ვითარებას საქართველოში. სწორედ ამის შედეგია მისი განცხადება",- ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვა. შეგახსენებთ, რომ ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა. „ხალხო თქვენ ამ წუთში, ბინძურმა ოლიგარქმა, თავზე გადაგახიათ კანონი, კონსტიტუცია, დემოკრატია, არჩევნების ინსტიტუტი. მოგიწოდებთ დამკვირვებლებს, თითოეული ხმა დავიცვათ და ხვალინდელი დღიდან, მიუხედავად იმისა, რა შედეგი დადგება, გადავდივართ მასობრივ დაუმორჩილებლობის მოძრაობაზე. მოვუწოდებ საქართველოს პოლიციას დადგეს ხალხის მხარეს, მოვუწოდებ შეიარაღებულ ძალებს არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები, მოვუწოდებ სახელმწიფო აპარატის ჯანსაღ ნაწილს, გაემიჯნოს მაფიოზურ ბანდას, რომელიც დაეპატრონა საქართველოს. ვიწყებთ სამოქალაქო მშვიდობიან დაუმორჩილებლობას, ივანიშვილის ხელისუფლების დასრულებას საქართველოში. მოვუწოდებ ყველას, დადგეს თავისუფლების სადარაჯოზე“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)