|
2018-11-28 13:18:27, 1027 ნახვა
პოლიტიკა
ქობულია - ხმა მივეცი იმ კანდიდატს, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკის მეტ ინტეგრაციას განვითარებული ქვეყნების ეკონომიკებში
„ხმა მივეცი იმ კანდიდატს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მეტ ინტეგრაციას განვითარებული ქვეყნების ეკონომიკებში“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემის შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა. მინისტრმა დადებითად შეაფასა ხმის მიცემის პროცესი და არჩევნების მიმდინარეობა. „მე ხმა მივეცი იმ კანდიდატს, რომელიც მოგვცემს მეტ სტაბილურობას, რაც ძალიან გვჭირდება ჩვენ ქვეყანაში; იმ კანდიდატს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მეტ ინტეგრაციას განვითარებული ქვეყნების ეკონომიკებში და იმ კანდიდატს, რომელიც გვერდში დაგვიდგება და მხარს დაგვიჭერს იმ სოციალ-ეკონომიკური პროგრამის დანერგვასა და შესრულებაში, რომლის განხორციელებასაც ვგეგმავთ და მივიჩნევთ, რომ მისი მეშვეობით შევძლებთ საქართველოში მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას. ეს არის ჩემი არჩევანი," - განაცხადა ქობულიამ ხმა თბილისის მე-7 ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის მესამე უბანში მისცა. „ყველა მოქალაქეს მოვუწოდებ, აუცილებლად მოვიდეს და გააკეთოს არჩევანი," - განაცხადა გიორგი ქობულიამ.
(ns)
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)