|
2018-11-28 13:00:52, 1177 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: გვაქვს ინფორმაცია, რომ „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებს საარჩევნო უბნებიდან ცარიელი ბიულეტენები აქვთ გამოტანილი
გვაქვს ინფორმაცია, რომ "ნაცმოძრაობის" აქტივისტებს გამოტანილი აქვს ცარიელი ბიულეტენები საარჩევნო უბნებიდან", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებს მოუწოდა პროვოკაციებისგან თავი შეიკავონ". "ნაცმოძრაობის" აქტივისტებს გამოტანილი აქვს ცარიელი ბიულეტენები საარჩევნო უბნებიდან. აქამდე არსებული ინფორმაციით, სოფელ კუმისის 57-ე უბანი, ასევე სოფელ მჭადიჯვარის უბანი დუშეთში, რათა გააკეთონ პროვოკაციული განცხადებები ე.წ. კარუსელების შესახებ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არის მცდელობა, ხელოვნურად შეიქმნეს აგრესიული ფონი. ეს არის დაბალი კულტურის და დაბალი პასუხისმგებლობის გამოვლინება, რასაც ჩვენ მიჩვეული ვართ ნაციონალური მოძრაობისგან. მოვუწოდებთ, კიდევ ერთხელ "ნაცმოძრაობას" და "რუსთავი 2"-ს თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან და აგრესიული ფონის ხელოვნურად შექმნისგან. მიეცით ამომრჩეველს საკუთარი ნების მშვიდად დაფიქსირების შესაძლებლობა.10- საათის მონაცემებით აქტივობა არის ძალიან მაღალი მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბევრად მაღალი, ვიდრე ეს იყო პირველი ტურის შემთხვევაში. ჩვენ მადლობას ვუხდით ამომრჩეველს მაღალი აქტივობისთვის . მაღალი აქტივობის ხარჯზე, ჩვენ შევძლებთ საკადრისი პასუხი გავცეთ იმ სიცრუეს, აგრესიას და ძალადობას, რომელიც მოედინება ნაცმოძრაობის მხრიდან, მოედინებოდა წლების განმავლობაში და სამწუხაროდ მოედინება დღესაც "რუსთავი 2"-ის მეშვეობით და მათი აქტივისტების მხრიდან", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)