|
2018-11-28 12:37:46, 983 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე: კობახიძის ენას ძვალი არ აქვს და იმიტომ აკეთებს აბსურდულ განცხადებებს
„ირაკლი კობახიძის ენას ძვალი არ აქვს და იმიტომ აკეთებს აბსურდულ განცხადებებს“, - ასე უპასუხა გაერთიანებული ოპოზიციის - „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტის თავჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს. ვაშაძის თქმით, ოპოზიცია დარღვევებს ვიდეო და აუდიო მასალებით ასაჯაროვებს. „მესმის, რომ „ქართული ოცნება“ თავს უკვე ოპოზიციაში გრძნობს, ხართ ბატონებო ალბათ ოპოზიციაში და იმიტომ აკეთებთ ამ აბსურდულ განცხადებებს. ჩვენ ვიდეო და აუდიო მასალით ვსაუბრობთ ნებისმიერ დარღვევაზე. ირაკლი კობახიძე ენას ძვალი არ აქვს და შეიძლება ბევრ რამეზე ილაპარაკოს. ჩვენ გვაქვს ფაქტები და ვიდეოები, რაღაცა სისულელეებს და აბსურდების ძახილს შეეშვით. კიდევ ერთხელ ვამბობ აი ამ კონკრეტულ ფაქტებზე, რომლესაც ჩვენ ვასახელებთ, რა პასუხი გაქვთ ამაზე?! რა პასუხი გაქვთ იმაზე, რომ საარჩევნო ბიულეტინები არის უბნის გარეთ?!“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)