|
2018-11-27 16:53:32, 1387 ნახვა
კომენტარი
საღირაშვილი - „Fitch“-ის შეფასება ადასტურებს, რომ „საქართველოს რკინიგზა“ ევროპა-კავკასია-აზიის დერეფნის ერთ-ერთი საკვანძო სეგმენტია
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ „Fitch"-ი სააქციო საზოგადოება „საქართველოს რკინიგზას" დაუდასტურა რეიტინგი „B+" და გაუუმჯობესა საპროგნოზო მოლოდინები რეიტინგთან მიმართებაში „სტაბილურიდან" „პოზიტიურზე". კომპანიის რელიზის თანახმად, „საქართველოს რკინიგზა", აზერბაიჯანის რკინიგზასთან ერთად, „ევროპა-კავკასია-აზიის" სატრანსპორტო დერეფნის საკვანძო სეგმენტს წარმოადგენს და მნიშვნელოვანია საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის განვითარებისთვის. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის აკაკი საღირაშვილის განცხადებით, საქართველოს სატრანზიტო ქვეყანაა და აღნიშნული ფუნქციის გაძლიერებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარება და მოდერნიზება. „სწორედ ამ მიზნით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ისეთ პროექტებს, როგორიცაა საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის და ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მაგისტრალის განვითარების პროექტები. ისინი, ტრანსპორტის მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ სხვა პროექტებთან ერთად (ანაკლია, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, ლოგისტიკური ცენტრების განვითარება, ფოთის და ბათუმის პორტების გაფართოება, ა.შ.), ხელს შეუწყობს საქართველოს სატრანსპორტო ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბებას", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)