|
2018-11-27 13:35:18, 1019 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერთან შეხვედრაზე ეუთო-ს დამკვირვებლებმა საარჩევნო გარემო პოზიტიურად შეაფასეს
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციის დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა. დამკვირვებლებმა პოზიტიურად შეაფასეს ქვეყანაში არსებული კონკურენტული საარჩევნო გარემო და აღნიშნეს, რომ ეს ორგანიზაციების შეფასებებშიც აისახა. მთავრობის მეთაურმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას საარჩევნო პროცესზე დაკვირვებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამჯერადაც, ისევე, როგორც 2012 წლიდან დღემდე ყველა არჩევნებზე, უზრუნველყოფილი იქნება არჩევნების უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების შესაბამის, სამართლიან, თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარება. პრემიერმა დაადასტურა მზადყოფნა, თითოეული ამომრჩევლის ხმა იყოს დაცული და განაცხადა, რომ სამართალდამცავი უწყებები, არჩევნების პირველი ტურის მსგავსად, მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნებზე მაქსიმალურ წესრიგს უზრუნველყოფენ, რეაგირების გარეშე არ დატოვებენ და საჭიროების შემთხვევაში დროულად აღკვეთენ ნებისმიერ კანონდარღვევას. მამუკა ბახტაძემ ასევე აღნიშნა, რომ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებებისთვის კვლავაც გარანტირებული იქნება არჩევნების მიმდინარეობის მონიტორინგისა და გაშუქების დაუბრკოლებლად განხორციელების პირობები.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)