|
2018-11-27 12:34:57, 1040 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოში მოქმედი საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციები პრესკონფერენციას გამართავენ
საერთაშორისო დამკვირვებლები, რომლებიც საქართველოში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებს აკვირდებიან, არჩევნების დასრულების შემდეგ, წინასწარ მოხსენებას, ხუთშაბათს, 29 ნოემბერს, თბილისში, წარადგენენ. ეს მისია, ეუთოს (OSCE) დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR), ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA), ევროპარლამენტის (EP) და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE), ერთობლივ ძალისხმევას წარმოადგენს. მოხსენებას წარმოდგენენ კრისტიან ვიგენინი, ეუთოს (OSCE) მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის სპეციალური კოორდინატორი და ხელმძღვანელი, ლაიმა ანდრიკიენე, ევროპარლამენტის საპარლამენტო ასამბლეის (EP) დელეგაციის ხელმძღვანელი, მარგარეტა სედერფელტი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისია 32 სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული 215 დამკვირვებლისგან შედგება. მათ შორის არიან დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) მიერ წარგზავნილი 185 გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებლი, 11 პარლამენტარი და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები, 10 ევროპარლამენტის საპარლამენტო ასამბლეის (EP) დელეგაციის და 5 ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დელეგაციის წარმომადგენლები.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)