08:17 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-26 16:43:24, 921 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო კამპანია ენგურზე დაასრულა

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო კამპანია ენგურზე დაასრულა.

კანდიდატი ენგურზე შვილებთან ერთად მივიდა და აღნიშნა, რომ მისი საარჩევნო კამპანიის ენგურზე დასრულება სიმბოლურია.

„ჩემი საარჩევნო კამპანია სრულდება აქ, ენგურზე. იქ, სადაც საოკუპაციო ხაზია და ამ ხაზის იქით, მოშორებით ჩვენი საზღვარი ფსოუზე, რაც ჩვენი სახელმწიფოს საზღვარია და ყოველთვის იქნება.

ეს არის ადგილი, რომელსაც სიმბოლური დატვირთვა აქვს, ერთი მხრივ საოკუპაციო ხაზია, მეორეს მხრივ ენგურჰესი, რომელიც ერთ-ერთი მაგალითია იმისი, რომ შეგვიძლია ერთად მუშაობა და არის ბევრი სხვა რამ, ჩვენი წარსული და ჩვენი მომავალი. ეს არის ჩემი კამპანიის დასრულება ამ იმედიანი სიტყვებით, ჩვენი მომავალიც აქაა", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
ჰერჩინსკი - საქართველო ევროკავშირის კანდიდატად მხოლოდ სახელით რჩება
კალასი - იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეულად ვიმსჯელებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics