|
2018-11-25 13:07:27, 1199 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი გახარია: არჩევნებიდან არჩევნებამდე არ უნდა ვცხოვრობდეთ და უნდა გვქონდეს დიდი, ნათელი მიზნები
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ზუგდიდში საარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით მედიის კითხვებს უპასუხა. "რაც შეეხება წინასაარჩევნო გარემოს, მე მინდა, ყველას მოვუწოდო, პირველი ტურის შემდეგ საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნები წაიკითხონ. ყველგან ფაქტობრივად მითითებულია, რომ ეს იყო არჩევნები, სადაც, ძალადობის ერთმნიშვნელოვანი კლება იყო. რატომ ვამბობ ამას, შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთმნიშვნელოვნად აკეთებს ყველაფერს და გააკეთებს ყველაფერს, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდ, წყნარ და დემოკრატიულ გარემოში. მოგეხსენებათ, რომ ყველა იმ ფაქტზე, რომელიც თქვენ ახლა ახსენეთ, მე არ შევალ დეტალებში და არ განვმარტავ, მათ შორის, დიდი ნაწილი არ იყო პოლიტიკური ხასიათის მატარებელი. თუმცა, ახლა ჩვენ გვესმის, რომ პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, შეიძლება ყველაფერს ასე ვთქვათ მივაკრათ პოლიტიკური ნიშანი, თუმცა, გამოძიება ყველაფერს დაადგენს. რაც მთავარია, 21 პირის დევნაა დაწყებული ამ წინასაარჩევნო პერიოდში, ყველა მომხდარ ფაქტზე აღძრულია საქმე, მიმდინარეობს გამოძიება. საერთოდ ვერ ვხედავ აქ გარკვეულ ასე ვთქვათ პოლიტიკურ კონტექსტს უმრავლეს შემთხვევაში, თუმცა, არის შემთხვევები, სადაც პოლიტიკური კონტექსტი არსებობდა და სწორედ ამიტომ დევნა დაიწყო 21 ადამიანის წინააღმდეგ, როგორც ოპოზიციური პარტიის, ასევე მმართველი პარტიის წარმომადგენლებს ვგულისხმობ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)