|
2018-11-25 12:31:44, 1319 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე - საქართველო არის შემდგარი დემოკრატია
მეორე ტური ჩატარდება ყველა სტანდარტის დაცვით, სადაც კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ საქართველო არის შემდგარი დემოკრატია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბათუმში, ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის გახსნის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, სამწუხაროა, რომ წინასაარჩევნო კამპანია ევროპული სტილის არ ყოფილა. პრემიერ-მინისტრმა ამომრჩეველს 28 ნოემბერს აქტიურობისკენ მოუწოდა. „2012 წლიდან, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, ყველა არჩევნები სტანდარტების დაცვით ჩატარდა. ეს აისახა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის შეფასებაში. სწორედ ეს გახლავთ ჩვენი მთავარი მიღწევა იმ გზაზე, რასაც ჰქვია საქართველოს ევროპული ინტეგრაცია. მეორე ტურიც ჩატარდება ყველა სტანდარტის დაცვით, სადაც კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ საქართველო არის შემდგარი დემოკრატია. რაც შეეხება წინასაარჩევნო პერიოდს, სამწუხაროდ არ გვიხილავს ევროპული სტილის კამპანია. მოსახლეობამ კარგად იცის, როგორი ბინძური ხერხები იქნა გამოყენებული ჩვენი ოპონენტების მხრიდან. პირადული შეურაცხყოფები, დეზინფორმაცია, „ფეიკნიუსები“ და ბევრ სხვა ნეგატივი. ამის მიუხედავად, მინდა განვაცხადო, ნურავის ექნება ილუზია, რომ დისონანსს შეიტანს ჩვენს ცხოვრებაში. 28 ნოემბერს ქართველი ხალხი გააკეთებს არჩევანს და ქართველი ხალხი იქნება ერთადეთი, ვინც მიიღებს გადაწვეტილებას, თუ ვინ იქნება საქარველოს პრეზიდენტი. მინდა ყველას მოვუწოდო მაქსიმალურად იაქტიურონ არჩევნებზე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)