|
2018-11-24 14:41:45, 1893 ნახვა
სამართალი
ნათია მეზვრიშვილი - არჩევნებთან დაკავშირებულ ძალადობის ფაქტებზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში 21 პირია მიცემული
„ინფორმაცია სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მომხდარ დანაშაულებზე თითქოსდა არასათანადო რეაგირების შესახებ, სინამდვილეს არ შეესაბამება“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დღეის მდგომარეობით, სამართალდამცავი ორგანოების მიერ არჩევნებთან დაკავშირებულ ძალადობის ფაქტებზე 21 პირია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული. „გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია წინასააჩევნო პერიოდში მომხდარ შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირების შესახებ. ბოლო დღეების განმავლობაში ზოგიერთი მედიასაშუალების და ცალკეული პირების მხრიდან ვრცელდება ინფორმაცია სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მომხდარ დანაშაულებზე თითქოსდა არასათანადო რეაგირების შესახებ, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. წინასაარჩევნო პერიოდში მსგავსი მესიჯები ხელს უწყობს დაუსჯელობის სინდრომის დამკვირდებას და ახალისებს ძალადობას იმ ფონზე, როცა არჩევნების დღეს პოლიციის ჩარევის შედეგად ფიზიკური დაპირისპირების არაერთი შემთხვევა იქნა თავიდან აცილებული და დღეის მდგომარეობით სამართალდამცავი ორგანოების მიერ არჩევნებთან დაკავშირებულ ძალადობის ფაქტებზე 21 პირია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული. ბრალდებულთა შორის არიან როგორც ოპოზიციური პარტიების, ისე მმართველის პარტიის წარმომადგენლები და მხარდამჭერები. გაცნობებთ, რომ ჯერ კიდევ არჩევნების გამოცხადებამდე შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შეიქმნა პოლიციის მობილური ჯგუფები, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარებას უზრუნველყოფენ. პოლიციის აქტიური მუშაობის შედეგად, არჩევნების დღეს და შემდგომ პერიოდში ძალადობის არაერთი ფაქტი იქნა თავიდან აცილებული. ამასთან, მედიასაშუალებებით გავრცელებულ და სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ მოწოდებულ ყველა ინფორმაციაზე, რომელიც შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს, დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება, ხოლო მტკიცებულებების მოპოვებისთანავე - სისხლისსამართლებრივი დევნა. მათ შორის, კონკრეტული პირები არიან ბრალდებულები ადიგენში, თიანეთში, ქუთაისის საკრებულოში, ახალქალაქში და ონში მომხდარი ძალადობის ფაქტებზე. საპრეზიდენტო არჩევნების დროს ძალადობის კლებაზე და პოლიციის მხრიდან სათანადო რეაგირებაზე აღნიშნულია საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების ანგარიშებშიც", - განაცხადა მეზვრიშვილმა.
ზარქუა ოპოზიციის ელჩებთან შეხვედრაზე - აგენტურა საკუთარ პატრონებთან ახალი რჩევების მისაღებად მიდის
ყოფილ მაღალჩინოსანთან დაკავშირებულმა კომპანიამ ტენდერები უკონკურენტოდ მოიგო
საია: ვიწროვდება პოლიტიკური გაერთიანებისა და არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობები
ბერა ივანიშვილის ადვოკატმა "ფორმულას" და "ტვ პირველის" წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)