|
2018-11-24 14:31:58, 1294 ნახვა
პოლიტიკა
ბახტაძე: 2012 წელს ენმ-ს მაღალჩინოსანი სწორედ პირადობის მოწმობების გაყალბებაზე გასამართლდა
„ვიცი რა ჩვენი ოპონენტების განვლილი ისტორია, არ გამოვრიცხავ, რომ მათი მხრიდან ჰქონდეს რაღაც გარკვეული სცენის დადგმას ადგილი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, მსგავსი ფაქტი 2012 წელს დაფიქსირდა და „ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელი მაღალჩინოსანი პირადობის მოწმობების გაყალბებაზე გასამართლდა. „საქართველოში „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, არჩევნების სტანდარტები ყოველთვის იქნება ყველაზე მაღალი. ამის დემონსტრირება მოვახდინეთ ყველა გასულ არჩევნებზე. რაც შეეხება ე.წ. პირადობის მოწმობების საკითხს, მე ბრიუსელიდან გავაკეთე კონკრეტული გზავნილი, მათ შორის იმ ორგანიზაციების მიმართ, რომლებმაც ამ თემაზე ისაუბრეს. ყველას გვსურს, ავაშენოთ სამართლებრივი სახელმწიფო, ეს გულისხმობს იმას, რომ თითოეული მოქალაქე თუ მით უმეტეს ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელსაც ექნება ასეთ შესაძლო სიმახინჯეზე ინფორმაცია, ჩვენი საზოგადოების წინაშე მორალური ვალდებულებაა, ინფორმაცია შესაბამის ორგანოებს მიეწოდოთ და მათ უნდა მოახდინონ მასზე მკვეთრი რეაგირება, ეს არის მოცემულობა და ვალდებულება გაქვთ თქვენც, მეც და საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს. ვიცი რა ჩვენი ოპონენტების განვლილი ისტორია, არ გამოვრიცხავ, რომ მათი მხრიდან ჰქონდეს რაღაც გარკვეული სცენის დადგმას ადგილი. მსურს, ყველას შეგახსენოთ, რომ 2012 წელს მოხდა მსგავსი ფაქტი და „ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელი მაღალჩინოსანი სწორედ პირადობის მოწმობების გაყალბებაზე გასამართლდა, კონკრეტულად აჭარის რეგიონში. როცა ასეთ ოპონენტებზე ვსაუბრობთ, შეიძლება, კითხვის ნიშნები გაჩნდეს, მაგრამ მთავარია, ნებისმიერ ასეთ საკითხზე იყოს მკვეთრი რეაგირება და დაიწყოს გამოძიება. ყველას, როგორც საერთაშორისო საზოგადოებას, ისე, უპირველეს ყოვლისა, ქართულ საზოგადოებას, უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ასეთი სიმახინჯეები არ ხდება და თუ ვინმე თავის თავს ამის უფლებას მისცემს, მასზე იქნება ძალიან მკვეთრი რეაგირება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)