|
2018-11-23 01:03:47, 1634 ნახვა
პოლიტიკა
ვეჯინში „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორის სახლში მოლოტოვის კოქტეილი შეაგდეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორის, ელმირა ბეციაშვილის ინფორმაცით, მის საცხოვრებელ სახლში სამი ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი შეაგდეს. ელმირა ბეციაშვილის თქმით, აალება მისმა მეუღლემ შენიშნა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე იყნენ პოლიციელები და ექსპერტ-კრიმინალისტები. „შემთხვევით, ჩემმა მეუღლემ ნახა, რომ ეზოს ბოლოში, სადაც მანქანა დგას, ამავდროულად იდგა სტუმრის მანქანა, რომ იქ რაღაც ანათებდა, გამოიხედა და ნახა, რომ სტუმრის მანქანას ეკიდა ცეცხლი...გადმოგდებულია სამი მინის ბოთლი, რომელშიც არის მაზუთისფერი სითხე და თავები აქვს დამტვრეული, ეტყობა გადმოგდების დროს დაიმტვრა, დაღვრილია სითხე და ეზოს ეკიდა ცეცხლი. მე ვთვლი, რომ ეს არის ღია ბრძოლა, მე მებრძვიან, როგორც პოლიტიკურად აქტიურ ადამიანს, როგორც ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორს. სხვა ვერაფერს ვერ დავარქმევ. აუცილებლად უნდა მოხდეს გამოძიება, მე ამას ბოლომდე ჩავყვები,“ - განაცხადა ელმირა ბეციაშვილმა. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ვეჯინში მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა. მელიას თქმით, ეს ქმედებები დაშინებას ემსახურება. ნიკა მელიას თქმით, მმართველი პარტია ძალადობრივ მეთოდებს მიმართავს და ამის არაერთი მაგალითი არსებობს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)