|
2018-11-23 00:57:35, 1513 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ოქუაშვილის თემა დახურულია, შკლიაროვს თავისი ნიკა გვარამიათი ყველა სცენარი ჩაუვარდა
„ოქუაშვილს თემა არის დახურული. ეს იყო გვარამიას ნაკლებადინტელექტუალურ გონებაში მოხარშული მარტივი სცენარი. შკლიაროვს თავისი ნიკა გვრამიათი და ნაცმოძრაობით ყველა სცენარი ჩაუვარდა“ - განაცხადა ტვ „პირველის“ თოქშოუში „რეაქცია“ პარლამენტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, ოქუაშვილი არის კონკრეტული მსახიობი, რომელიც ასრულებს ნაცმოძრაობის სცენარს და ამ თემასთან დაკავშირებით ყველა კითხვას პასუხი გაეცა. „ეს რუსთავი-2-ის, გვარამიას, შკლიაროვის მიერ დაგეგმილი სცენარი იყო, ამ სცენარის მიხედვით ყოველდღე რაღაც „სკანდალი“ უნდა აეგორებინათ. ყოველდღე ცდილობდნენ ფონის დამძიმებას, რაშიც თვითონ არიან გასვრილი, ის უნდა დაებრალებინათ ხელისუფლებისთვის. ეს არის რეკეტი, სარდაფი, უბედურება და ყველაფერი. მაგრამ ჩაუვარდათ ეს სცენარი ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ რაც ხდებოდა 2012 წლამდე, აღარ ხდება დღეს. ერთ დღეში გაეცა ყველა კითხვას პასუხი. თვითონვე ვეღარ ატრიალებენ რეალურად თემას, დაანონსებენ რაღაც უბედურებას, გამოდიან და ერთსა და იმავეს ლაპარაკობენ. თვითონ აღარ აქვთ კითხვები საკუთარი თავის მიმართ, არათუ მე შეიძლება მქონდეს. ნაციონალი რომ ხარ, აქ სერიოზული პრობლემა აქვს ნიკა გვარამიას, სხვანაირად გამორიცხულია. ნიკა გვარამიას რომ არ ქონდეს ინტელექტის პრობლემა, ასეთ გადარეული და გამწარებული ნაციონალი არ იქნებოდა „ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ჩაუვარდათ, გამომდინარე იქიდან რომ არც ერთ შემთხვევას არ ქონდა კონკრეტული საფუძველი.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)