|
2018-11-22 19:59:18, 1409 ნახვა
პოლიტიკა
საჯად კარიმი: საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები გუშინ ბრიუსელში თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა და წინ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, - ასე გამოეხმაურა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელი საჯად კარიმი საკუთარ „ტვიტერის“ გვერდზე 21 ნოემბერს ბრიუსელში ევროკომისიასა და საქართველოს მთავრობას შორის გამართულ მაღალი დონის პირველ შეხვედრას. საჯიდ კარიმმა საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის პირველი შეხვედრა, ბრიუსელში საქართველოს საელჩოს მიერ გამართულ მიღებაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს დელეგაციის წევრებთან შეხვედრისას შეაფასა. შეხვედრაში, რომელსაც ქართული მხრიდან პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ხოლო ევროკავშირის მხრიდან - ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან კლოდ იუნკერი ხელმძღვანელობდნენ, მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მთავრობის წევრმა 6 მინისტრმა და 13-მა ევროკომისარმა. საგარეო უწყების ცნობით, ორივე მხარე მიესალმა მაღალი დონის ფორმატში შეხვედრას, როგორც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკის ლოგიკურ შედეგს. შეხვედრაზე დაფიქსირდა სურვილი და მზაობა სექტორული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის. ამ მიზნით, მონაწილეებმა განიხილეს რამდენიმე კონკრეტული მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობები.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)