|
2018-11-22 18:06:32, 1582 ნახვა
სამართალი
მალხაზ კობაურის საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადაეცა
მცხეთის რაიონულ სასამართლოში დამამძიმებელ გარემოებებში რაიან მაიკლ სმიტის, მისი მეუღლის ლორა ჯოი სმიტის და მათი 4 წლის შვილის ქელებ ისმატ სმიტის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისა და ლორა ჯოი სმიტის გაუპატიურების საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა. პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე მალხაზ კობაურს ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 137-ე მუხლის პირველი ნაწილით. უწყების ცნობით, პროცესზე მოსამართლემ დასაშვებად ცნო პროკურატურის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება და საქმე ნაფიც მსაჯულთა მიერ განსახილველად გორის რაიონულ სასამართლოს გადასცა. „სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და დაცვის მხარის მტკიცებულებათა ნაწილი, მათ შორის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები დაუშვებელ მტკიცებულებებად მიიჩნია. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია მალხაზ კობაურის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმდებების ფაქტობრივი გარემოებების შესახებ: 2018 წლის 4 ივლისს, დუშეთის რაიონში მდებარე ხადას ხეობაში, მალხაზ კობაური შეხვდა რაიან მაიკლ სმიტს, მის მეუღლეს ლორა ჯოი სმიტსა და მათ 4 წლის შვილს ქელებ ისმატ სმიტს, რომლებიც ტურისტული მიზნით იმყოფებოდნენ ხეობაში. მალხაზ კობაურმა შემდგომში ლორა ჯოი სმიტის გაუპატიურების მიზნით რაიან მაიკლ სმიტი მის მცირეწლოვან შვილთან ერთად გაიტყუა მოშორებით მდებარე ჩანჩქერისკენ, სადაც თოვლის ზვავის მიმდებარედ 4 წლის შვილის, ქელებ ისმატ სმიტის თვალწინ, თანნაქონი სანადირო თოფიდან ჯერ ზურგის არეში, ხოლო შემდეგ თავში გასროლებით, განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა რაიან მაიკლ სმიტი. ამის შემდეგ, მალხაზ კობაურმა რაიან მაკლ სმიტის მკვლელობის დაფარვის მიზნით, ასევე განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა 4 წლის ქელებ ისმატ სმიტი, კერძოდ: ამავე თოფიდან ჯერ მარჯვენა მხრისა და ბარძაყის მიმართულებით ესროლა, ხოლო შემდეგ თავში მიბჯენით გასროლის შედეგად გამოასალმა სიცოცხლეს. ლორა ჯოი სმიტის გაუპატიურების მიზნით მალხაზ კობაური დაბრუნდა ე.წ. „ალავერდის“ ჩანჩქერთან და თოფის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობის მუქარითა და ძალადობით, სხეულის სხვადასხვა ნაწილებში დაზიანებების მიყენებით ლორა ჯოი სმიტთან დაამყარა სქესობრივი კავშირი. ჩადენილი დანაშაულების დაფარვის მიზნით, მალხაზ კობაურმა განსაკუთრებული სისასტიკით, წყალში დახრჩობით მოკლა ლორა ჯოი სმიტი. მალხაზ კობაურისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულები სასჯელად თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ზარქუა ოპოზიციის ელჩებთან შეხვედრაზე - აგენტურა საკუთარ პატრონებთან ახალი რჩევების მისაღებად მიდის
ყოფილ მაღალჩინოსანთან დაკავშირებულმა კომპანიამ ტენდერები უკონკურენტოდ მოიგო
საია: ვიწროვდება პოლიტიკური გაერთიანებისა და არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობები
ბერა ივანიშვილის ადვოკატმა "ფორმულას" და "ტვ პირველის" წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)