|
2018-11-21 16:26:04, 1235 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი: ნამდვილად დაძაბულ არჩევნებს ვადევნებთ თვალს
„ნათელია, რომ ნამდვილად დაძაბულ არჩევნებს ვადევნებთ თვალს“, - მის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, როს უილსონმა არასამთავრობო ორგანიზაციების – „სამართლიანი არჩევნების“, „მრავალეროვანი საქართველოსა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, სამოქალაქო საზოგადოება, დემოკრატიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რაც საქართველოს ძალიან პოზიტიური მხარეა. „არ მინდა, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ განხეთქილებებში ღრმად შევიდე. ნათელია, რომ ნამდვილად დაძაბულ არჩევნებს ვადევნებთ თვალს, არის მომატებული პოლარიზება საზოგადოებაში და პარალელურად ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც უნდა გადაიჭრას. ვფიქრობ, არჩევნების შედეგები იქნება მნიშვნელოვანი სურათი, სადაც საზოგადოება საკუთარ არჩევანით სათქმელს იტყვის. მოხარული ვარ, რომ დღეს სამართლიანი არჩევნების ოფისში შესაძლებლობა მქონდა, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას შევხვედროდი, რომლებიც არჩევნებს დააკვირდებიან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო არჩევნების მნიშვნელობას, რომელიც ქვეყნის დემოკრატიის განვითარებას ეხმარება, ასევე ხელს უწყობს საქართველოს, იყოს ძლიერი და სტაბილური ქვეყანა“, - განაცხადა როს უილსონმა.
ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)