|
2018-11-21 15:00:33, 1068 ნახვა
პოლიტიკა
თამარ გუდავა: მესამე სექტორის მიერ გაკეთებული განცხადებები უპასუხისმგებლოა
„საჯარო და კერძო ადმინისტრირების კვლევის და მონიტორიგის ცენტრის“ ხელმძღვანელი თამარ გუდავა მიიჩევს, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან ფაქტების გარეშე, მხოლოდ ვარაუდებზე დაყრდნობით გაკეთებული განცხადებები, ხელისუფლების მიერ დაანონსებული ინიციატივის, ვალების განულების მილიარდნახევრიანი აქციის საპირწონედ გაკეთდა, რომლის მასშტაბის და დადებითი მხარის გადაფარვა, ბუნებრივია, ამ ხერხით შეუძლებელია. „ჩვენ დავინახეთ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის უპასუხისმგებლო პოზიცია, როცა მათ სახელმწიფო უწყება, ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვაში, ვარაუდების და ეჭვების საფუძველზე დაადანაშაულეს. თუმცა, როცა სიმართლის დასადგენად მათგან კონკრეტული მტკიცებულებები და ფაქტები მოითხოვეს, გაირკვა რომ არასამთავრობოებს ეს განცხადებები არა მტკიცებით ფორმაში, არამედ ვარაუდების საფუძველზე გაუკეთებიათ“, - განაცხადა თამარ გუდავამ. მისი თქმით, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, ოპოზიციის მსგავსად, მოგვევლინა როგორც მხარე, რომელიც არჩევნებში მოსალოდნელი შედეგების არალეგიტიმურობაზე საუბრობს. „ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟი, რომელსაც არანაირი საფუძველი არ აქვს, ჩრდილს აყენებს ჩვენი ქვეყნის იმიჯს და ისედაც რადიკალურად განწყობილ მხარეებს შორის, დაპირისპირებას და კონფლიქტს აღვივებს. ეს ხდება იმის პარალელურად, როცა პირველ ტურში, ცნობილმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა დადებითად შეაფასეს საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობა და საარჩევნო გარემო“,- განაცხადა თამარ გუდავამ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)