|
2018-11-20 10:13:47, 1438 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: საქართველოს ჰყავს ორი მტერი - რუსული ოკუპაცია და სიღარიბე
„საქართველოს ჰყავს ორი მტერი, ეს არის რუსული ოკუპაცია და სიღარიბე“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პირველი არხის გადაცემაში, „საპრეზიდენტო არჩევნები 2018“ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სიღარიბის დაძლევაში მთავარი ბარიერი ჭარბვალიანობაა. „ეს არის მოცემულობა, ეს არის რეალობა და ამ რეალობას უნდა შევხედოთ თვალებში. სიღარიბის დაძლევა სამწუხაროდ, გადის ჭარბვალიანობის პრობლემის მოგვარებაზე. სიღარიბის დაძლევაში გვაქვს პროგრესი, თუმცა სამწუხაროდ ჩვენი მოსახლეობის 20 პროცენტზე მეტი ისევ ცხოვრობს სიღარიბეში. ეს არის ამ მასშტაბის პრობლემა. შესაბამისად, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ასეთი მასშტაბის პრობლემაზე, მას სჭირდება სისტემური მიდგომა, ის ვერ გადაიჭრება ერთჯერადი ნაბიჯით. ეს პრობლემა დაგროვილია წლების განმავლობაში და ჩვენ ის გვერგო ისტორიულად. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევძელით ამ სტატუსკვოს და ამ გარემოს შექმნა წინა პერიოდში, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ პრობლემის დაწყების სასტარტო წერტილი გახლდათ 2007 წლის 29 ივნისის სრულიად უპასუხისმგებლო ნაბიჯი, როდესაც მაშინდელმა პრეზიდენტმა გამოსცა ახალი ბრძანება, რომლის მიხედვითაც, მოიხსნა ე.წ. მაქსიმალური ზღვარი საპროცენტო და საჯარიმო განაკვეთებზე. სწორედ ეს არის პერიოდი, რომლის შემდეგაც დაიწყო ის უპასუხისმგებლო დაკრედიტების ფილოსოფია, რაც ჩვენ ვიხილეთ და ამას არავითარი კავშირი არ აქვს საბაზრო ეკონომიკასთან“,- განაცხადა ბახტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)