12:48 - 03 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-19 15:21:32, 1753 ნახვა

სამართალი
თბილისის საკრებულოს წევრს თემურ გიორგაძეს 6-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საკრებულოს წევრს თემურ გიორგაძეს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, 6 წლის ვადით პატიმრობა შეეფარდა, - ამის შესახებ ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, თბილისის საქალაქო სასამართლომ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თაღლითობის მცდელობაში დამნაშავედ ცნო თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი თემურ გიორგაძე და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

"წარდგენილი ბრალის თანახმად, თ. გ.-ს ბრალად ედებოდა თაღლითობის მცდელობა, ე.ი. სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობა. საქმის მასალების თანახმად, 2018 წლის თებერვალში, თ. გ. შეხვდა მოქალაქეებს ე. ხ.-სა და ტ. ა.-ს, რომელთაც  ნარკოდანაშაულისათვის ბრალდებული მათი ახლობლის შესახებ,  კანონით გათვალისწინებული შეღავათის მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებში გარკვევა სურდათ.  ბრალდებული თ. გ.  ე.ხ.-ს  დაპირდა, რომ მისთვის 7 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, შეწყალების კომისია მის ახლობელს  შეიწყალებდა.  ერთ-ერთი შეხვედრისას, თ. გ.   მოტყუებით დაეუფლა მოთხოვნილი თანხის  ნაწილს - 3 500 აშშ დოლარს,  რის შედეგადაც ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა იგი დააკავეს. ბრალდებულმა ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს, ხოლო მოტყუებით დაუფლებული თანხა ლიფტის შახტაში ჩააგდო. საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულმა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა  სხდომებზე გამოკვლეულ და საქმეში არსებულ  მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლომ თ. გ.  დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და მას სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა", - აღნიშნულია ინფორმაციაში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ჰუმანიტარული დახმარების განაწილების დროს რუსებმა ზაპოროჟია დაბომბეს 29 დაიღუპა 48 ადამიანი დაკარგულად ითვლება
არასრულწლოვანს ფიზიკური ძალადობით, მოწყალების თხოვნასა და დღიურად 100 ლარის შეგროვებას აიძულებდნენ -დაკავებულია ორი პირი - ვიდეო
აშშ-ში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის ბედსაც გადაწყვეტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics