|
2018-11-18 22:26:17, 1617 ნახვა
პოლიტიკა
აკაკი ზოიძე - კარგად ვერ იმუშავა „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულმა „ეფ-ეს-ბემ“
კარგად ვერ იმუშავა „ნაციონალური მოძრაობის“ დაზვერვამ, პარტიულმა „ეფ-ეს-ბემ“, გვიან გაიგეს ხვალინდელი ინიციატივის შესახებ, რომელიც მთავრობის სხდომაზე პრემიერის მიერ დაანონსდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, აკაკი ზოიძემ განაცხადა. „რაღაც ორგროშიანი სპექტაკლი მოაწყვეს, შეთითხნილი სცენარით, თუ რა შეიძლება გაკეთდეს პრობლემის გადასაჭრელად“, – აღნიშნა აკაკი ზოიძემ. მისი თქმით, ჭარბვალიანობის პრობლემა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მემკვიდრეობით მიიღო წინა ხელისუფლებისგან და ამ პრობლემის მოგვარებას მნიშვნელოვანი ნაბიჯები სჭირდება. „ნაწილი გადაიდგა, როცა საუბარი იყო ჯარიმის განახევრებაზე, საბანკო პროცენტზე ზღვრის დაწესებაზე. მომავალში რეგულაციები შემოვა და საცხოვრისის დაკარგვის საფრთხის ქვეშ არ იქნება ადამიანი. მომავალში იპოთეკარების კასტა არ გვეყოლება, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკის შედეგად შეიქმნა. ნაწილი სამედიცინო სესხებს იღებდა, ნაწილმა საპროცესო შეთანხმებების გამო აიღო სესხი. გამოატანინებდნენ მათივე ბანკებიდან სესხს და ჩაადებინებდნენ ბინას. ეს ბინა შემდეგ იკარგებოდა. ასეთი ფაქტები რომ არ მოხდეს, მთავრობას აქვს ახალი ინიციატივა, რომელსაც პრემიერი გააჟღერებს“, – აღნიშნა აკაკი ზოიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)