|
2018-11-17 16:18:23, 2426 ნახვა
კომენტარი
სალომე ზურაბიშვილი - პრეზიდენტს ძალიან ბევრი საქმე აქვს
„ძალიან ბევრი საქმე აქვს პრეზიდენტს, თუ სერიოზულად მიიღებს იმ ფუნქციას და არ ჩაერთვება პოლიტიკაში, რაც მე დღეს ნაკლებად მაინტერესებს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ქალთა ორგანიზაციასთან შეხვედრისას განაცხადა. „მე მინდა, რომ ეს საზოგადოება შევცვალოთ და ნამდვილად ავაშენოთ ის თანამედროვე, ქართული საზოგადოება, არა რაღაცა „კოპიო“ რომელიმე სხვა ქვეყნის, თანამდეროვე, სამართლიანი და ქართული. ეს დამოკიდებულია ბევრ რამეზე, მაგალითად პედაგოგებზე. განათლების გარეშე თანამედროვე საზოგადოება არ იქმნება. ის ძველი საქართველი, რომლიდანაც მე მოვდივარ და რომელზეც ვიღაცეებს აქვთ რაღაც პრეტენზი, რომ ის ენა და ის კულტურა აღარ მოგვწონსო, ის ძველი საქართველო იყო დაფუძნებული სწორედ პედაგოგებზე, მასწავლებლებზე და მათ მიმართ პატივისცემაზე. ეს არ არის მხოლოდ ხელფასის საკითხი. არის ხელფასის საკითხიც, სტატუსის საკითხი საზოგადოებაში, მაგრამ ასევე დამოკიდებულება უნდა იყოს საზოგადოებაში, რომ ისინი, ოჯახებთან ერთად ამზადებენ მომავალ საქართველოს. იმედი მაქვს, რომ როგორც პრეზიდენტი, მეც თქვენთან ერთად ვითანამშრომლებ ამ საკითხების გადაწყვეტაში. პრობლემები არის, მაგრამ პრობლემა რომ არ იყოს საინტერესოც არ იქნებოდა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)