02:47 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-16 20:44:49, 2960 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი ქობულია - მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარება ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს ახალციხეში ადგილობრივ მცირე მეწარმეებს შეხვდა, რომლებმაც მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამით ისარგებლეს. 

გიორგი ქობულიამ მათი საწარმოები დაათვალიერა, კერძოდ: დარეჯან ინასარიძის მიერ გახსნილი კერძო საბავშვო ბაღი (თანადაფინანსების თანხა: 5000 ლ), ნინო ვარდიძის ვეტ-კლინიკა (თანადაფინანსების თანხა: 5000 ლ) და ამხანაგობა „ფანტაზიის" საკონდიტრო საწარმო (თანადაფინანსების თანხა: 15000 ლ).

„მე მიხარია, რომ დღეს შევხვდით ადამიანებს, რომლებმაც ჩვენი დახმარებით წარმატებას მიაღწიეს, თითოეული მათგანის წარმატება ჩვენი საერთო წარმატებაა", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. გიორგი ქობულიას განცხადებით, რეგიონებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარება, ეს ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ყველა ბენეფიციარი ახალციხეში თავის სეგმენტში წარმატებით საქმიანობს. მათ თანადაფინანსების პროგრამის საშუალებით შეძლეს თავიანთი ბიზნესებისთვის საჭირო ინვენტარის შეძენა, ასევე შექმნეს ახალი სამუშაო ადგილები.

„აწარმოე საქართველოში" ფარგლებში მოქმედი მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა საქართველოს რეგიონებში მიკრო და მცირე მეწარმეობის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის მიზნით შეიქმნა. პროგრამა მუშაობს როგორც ახალი ბიზნესების ხელშეწყობის, ასევე უკვე არსებული საწარმოების გაფართოება/გადაიარაღების კუთხით.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics