|
2018-11-15 16:11:22, 1925 ნახვა
პოლიტიკა
გრიგოლ ვაშაძე თეა წულუკიანის და დავით ზალკალიანის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვს [ვიდეო]
გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის და საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვს. ვაშაძის თქმით, აღნიშნულ თანამდებობებზე უნდა დაინიშნონ ისეთი პირები, რომლებიც ქვეყნის ინტერესებს დაიცავენ. "საქართველოს სახელმწიფო მისი იუსტიციის მინისტრის სახით ხელს იბანს 2008 წლის ომის ვეტერანებთან დაკავშირებით და აცხადებს მათ კერძო პირებად, რომლებმაც ინდივიდუალურად უნდა დაიცვან თავი მათ წინააღმდეგ ოკუპანტი ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთითხნილი ყალბი მასალების წინააღმდეგ. თუ ამ საქმის განხილვისას ე.წ. "ქართული ოცნება" იქნება ხელისუფლება, მოხდება ჩვენი ჯარისკაცების საქმეების განზოგადება საქართველოს სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ და დავდგებით უმძიმესი საფრთხის წინაშე. „ოცნებამ“ და მინისტრმა წულუკიანმა შეძლეს წარმოუდგენელი: წინა ხელისუფლების დროს ოკუპანტი ქვეყნის პასუხისმგებლობის თემა შემოატრიალეს აგრესიის მსხვერპლ, საქართველოს საწინააღმდეგოდ იმისთვის, რომ თავისი ვიწროპარტიული ინტერესები დაიცვან და იმისთვის, რომ დაიცვან საკუთარი თავი ხელისუფლებაში, იმისათვის, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს შეუქმნან პრობლემები, მათ პრაქტიკულად ხელი შეუწყეს მთელი საგამოძიებო პროცესის შემოტრიალებას საქართველოს საწინააღმდეგოდ. როდესაც რუსეთის ფედერაცია ცდილობს თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა დანაშაულებზე რაც მან ჩაიდინა და ირიბი გზით, რუსული ფსევდო არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით მომზადებულ ყალბ მასალებს აძლევენ ჰააგის სასამართლოს. მინისტრ წულუკიანის განცხადებებიდან გამომდინარე, სასწრაფოდ არის გასაკეთებელი ორი რამ: მინისტრი წულუკიანი და მინისტრი ზალკალიანი უნდა გადადგნენ დაკავებული თანამდებობებიდან. ჩვენ არ გვაინტერესებს, არა როგორც პოლიტიკურ ძალას, არამედ როგორც საქართველოს რიგით მოქალაქეებს, ეს ყველაფერი მოხდა მათი პროფესიონალური გამოუსადეგრობის გამო თუ გამიზნულად. უნდა დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხი და ეროვნული ღალატის სიმბოლოდ ქცეული განცხადებების გამკეთებელი ქალბატონი ზურაბიშვილი უნდა დამარცხდეს მეორე ტურში. სასწრაფოდ საჭიროა მათ თანამდებობებზე დაინიშნონ პროფესიონალი, პატრიორტი და ქვეყნის ინტერესების დამცველი ადამიანები", - განაცხადა გრიგოლ ვასაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)